2024 წლის შემოდგომის ტესტებზე "ბორჯღალოსნებს" ახალი, 35-ე კაპიტანი ეყოლება. 10 ნოემბერს "ოლ ბლექს XV"-ის, 17 ნოემბერს იტალიის და 24 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ, გუნდს ვასილ ლობჟანიძე გაუძღვება.

28 წლის მორაგბე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია რიჩარდ ქოქრილის მიერ შერჩეულ საშემოდგომო რაზმში. მისი სანაკრებო დებიუტი 2015 წელს გერმანიასთან შედგა და იმავე წელს, 17 წლის ასაკში, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვისაც მსოფლიო თასზე უთამაშია. დღემდე მან უკვე სამ მსოფლიო თასზე ითამაშა და ჯამში 87 კეპი მოაგროვა. ის არის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც 50 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. ლობჟანიძის ანგარიშზე 78 ქულაა (15 ლელო, 1 არეკნი).

„ისე მოხდა, რომ ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე ტრავმების გამო ვერ გვეხმარებიან და მე მომიწია კაპიტნობა. კარგად მესმის ეს რამხელა პასუხისმგებლობაა, ბევრი რამის სხვა თვალით დანახვა მომიწია. დიდი იმედი მაქვს ბიჭების, რომლებიც გვერდში მიდგანან და დარწმუნებული ვარ მათი დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება“ - ამბობს ბორჯღალოსნების 35-ე კაპიტანი.

სავარჯიშო კვირა

2024 წლის შემაჯამებელი ტესტ-მატჩების წინ, მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, "ბორჯღალოსნებმა" გასულ კვირაში 3-დღიანი შეკრება გაიარეს. ამის შემდეგ ლეგიონერები თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ, ორშაბათიდან კი პირველი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ:

„გასულ კვირაში ორი სავარჯიშო დღე გვქონდა. ძალიან დაბალ ტემპში გავიარეთ ის სისტემები, რომლის გამოყენებასაც მომავალ თამაშებში ვაპირებთ. ნაყოფიერი შეკრება იყო, რაც ორშაბათის ვარჯიშზე გამოჩნდა. აშკარად ჩანდა, რომ ბევრი რამ გავლილი გვქონდა და ხარისხიანი ვარჯიში შედგა“ - აღნიშნავს ვასილ ლობჟანიძე და განაგრძობს:

„ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ ჩვენს თამაშში მცირედი ცვლილებები იქნება. ვფიქრობ, ზაფხულში წარმატებული ტურნე გვქონდა და ასე იქნება ახლაც“.

მეტოქეების შესახებ

"ბორჯღალოსნები" პირველ თამაშს 10 ნოემბერს საფრანგეთში, მონპელიეში "ოლ ბლექს XV"-ის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ახალ ზელანდიას მსოფლიო თასს მიღმა ეთმაშება.

„მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდიის მეორე გუნდი ჰქვია, "ოლ ბლექს XV" ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია. სახელი არაფერს ცვლის. ვფიქრობ, ის ზელანდიის პირველ გუნდს რომ შეხვდეს, თამაში ქულა-ქულაში წავა. მის შემადგენლობაში გამოცდილი მორაგბეები თამაშობენ. ნაწილს ეროვნული გუნდის კეპი აქვს, ყველა მათგანი სუპერ რაგბის კლუბების მოთამაშეა“.

„პირველი გუნდის მსგავსად, ისინიც ცდილობენ გაშლილი, ხელდახელ რაგბი ითამაშონ. კარგად დგანან დაცვაში და ყველა მოთამაშე ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია. ფაქტობრივად არაფრისგან შეუძლიათ მომენტის შექმნა და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“.

17 ნოემბერს საქართველო იტალიას გენუაში, 17:40 საათზე ეთამაშება. ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაა 2022 წლის შემდეგ, როდესაც "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე ბათუმში პირველად დაამარცხეს - 28:19.

„მათ შემადგენლობას გადავხედე და ფაქტობრივად ყველა უძლიერესი მოთამაშე ჰყავთ გამოძახებული. დაუძახეს ყველა ლეგიონერს და "ბენეტონიც" საკმაოდ ძლიერ ლიგაში ძალიან კარგად თამაშობს, რაც მისი მოთამაშეების მაღალ დონეზე მეტყველებს. იმედი მაქვს ეს თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, თუმცა ამისათვის საკუთარ შესაძლებლობებს ასჯერ უნდა გადავაბიჯოთ და ყველა დეტალზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ“.

„2018 წელს ფლორენციაში ვითამაშეთ და ძალიან კარგად მახსოვს რამდენი ქართველი იყო ტრიბუნაზე. ყველგან საქართველოს დროშები ფრიალებდა და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იყო. იმედი მაქვს გენუაშიც იგივე ატმოსფერო იქნება და მათ გახარებას მოვახერხებთ“.

2024 წელს 24 ნოემბერს თბილისში, "მიხეილ მესხზე" ტონგასთან მატჩით ვასრულებთ. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

„ტონგასთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იქნება, მით უმეტეს, რომ საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. მათ ახლახან ითამაშეს წყნარი ოკეანის თასზე, შეთამაშებულები არიან და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მათაც ჰყავთ კარგი ინდივიდუალისტები, თუმცა იმედი მაქვს შევძლებთ მათ დამარცხებას, წლის კარგ ნოტაზე დასრულებას და გულშემატკივრის კიდევ ერთხელ გახარებას“.

Rugby.ge

სოსო
სიმართლე,საიდან დაასკვენი,რომ სოსო ტყემალაძე ვარ?მადლობელი ვიქნებოდი,რომ ვიყო,მაგრამ მხოლოდ გულშემატკივარი ვარ.თუ მაგ თამაშებზე გაინტერესებს ჩემი აზრი,აგერ აქვე ნახე,სტატიაში,"ბორჯღალოსნები-პირველი მეტოქე "ოლ ბლექს-15"."სოსო ტყემალაძე არავისი საგინებელი არ არის,რადგან მის დროს,ბევრი კარგი რამე გაკეთდა და მოხდა,ქართულ რაგბიში.უბრალოდ დასანახი უნდა დაინახო და დასაფასებელი დააფასო.რაც შეეხება ბუკას და მირიანის თემას.დიმა ობოლაძეს,კვირას, ლევან მაისაშვილი ჰყავდა სტუმრად და იქ ითქვა,რომ საკითხი ჯერ ისევ შესწავლის პროცესშია. რაგბის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნაა,სანამ დასკვნა არ დაიდება,ოფიციალურმა პირებმა,ამაზე ლაპარაკისაგან თავი შეიკავონ.შესაძლოა სახელი სწორად ვერ ვთქვი,მაგრამ მგონი მაინც გასაგებია.
სიმართლე
ბატონ სოსოს (ტყემალაძეს): ბ-ნო სოსო, კარგად მესმის რაც დაწერეთ, მაგრამ ნურც ჩვენ გვატყუებთ და თავსაც ნუ მოიტყუებთ, რადგან რეალობა სხვანაირია. ამ სამი ტესტიდან პირველ ორს ალბათ წავაგებთ (იმედია, არ გავნადგურდებით - განსაკუთრებით იტალიასთან არ მინდა ასეთი რამ), ხოლო ბოლო თამაში წესით უნდა მოვიგოთ. საერთოდ, თქვენი და რაგბის კავშირის სირცხვილია რომ ქომაგებს ბუკას და მოდებაძის თემა სრულად დაუმალეთ! ღირსეული მენეჯერები ასე არ იქცევიან ანუ პრობლემებს კი არ ემალებიან, არამედ ებრძვიან და გადალახავენ. ჰოდა, ნაწილობრივ ამის გამოძახილიცაა რომ ჩვენს რაგბს წინსვლა არ აქვს და ქომაგთა რაოდენობამაც იკლო სტადიონზე... მაინც წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ნაკრებს და ძალიან გამიხარდება, თუკი შევცდები ჩემს პროგნოზში
სოსო
ვულოცავ ვასკას,კაპიტნის სამკლაურს.დაე გამარჯვებები დაეკვებოს.თითქოს გუშინ იყო,მისი დებიუტი ნაკრებში და უკვე 28 წლისა გამხდარა.ბევრი საკვანძო ფიგურა გვაკლია.კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიეცემა,უჯარიმო თამაშს და მტკიცე სათამაშო დისციპლინას.ეს რა თქმა უნდა ჩემზე უკეთესად იციან ბიჭებმა და დიდი იმედი მაქვს,ასეც ითამაშებენ.თავდადებაზე სალაპარაკოც არაფერია.ყველამ ვიცით,რომ შედეგის მიუხედავად,თავს არავინ დაზოგავს.მთავარია აზარტმა არ სძლიოს განსჯას.ეს თამაშები დაახლოებით გვიჩვენებს,როგორი იქნება ჩვენი ნაკრების თამაში,უახლოესი მსოფლიოს თასის თამაშებში.
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
რა რეაქცია ჰქონდა ვასილ ლობჟანიძეს საოცარ ფოტოზე - ავტორის კომენტარი
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის