"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2024 წლის ნოემბრის სანაკრებო სეზონის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო შემოდგომის ტესტ-სერიას 10 ნოემბერს "ოლ ბლექს XV"-თან რკენით ხსნის. თამაში საფრანგეთში, მონპელიეში, GGL Stadium-ზე ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.

"ოლ ბლექს XV"-ის წინააღმდეგ "ბორჯღალოსნებს" ვასილ ლობჟანიძე გაუძღვება, რომელიც გუნდის ისტორიაში 35-ე კაპიტანი გახდება. მას ღერძზე ლუკა მატკავა შეუწყვილდება.

ცენტრში თორნიკე კახოიძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ფულბეკი დავით ნინიაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს კვაჭი ვანო კარკაძე და ბურჯები - ნიკა აბულაძე და სანდრო ქუნთელია იწყებენ. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი ჯავახია შეწყვილდებიან, მესამე ხაზში კი ილია სპანდერაშვილს, გიორგი ცუცქირიძეს და თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

შერკინების მარქაფაში არიან კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯები გიორგი ახალაძე და ირაკლი აფციაური, მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი. ჰავბეკის პოზიციაზე თამაშში თენგიზ პერანიძე ჩაერთვება, მგეზავად თედო აბჟანდაძე, ხაზში კი დემურ თაფლაძე გამოჩნდება.

"ოლ ბლექს XV"-თან თამაშის დონე ნებისმიერ ტესტ-მატჩს შეესაბამება. რთული შეხვედრა გველის. ეს ჩვენი ფიზიკური გამძლეობისთვის კარგი ტესტი იქნება. ის სისწრაფეები, რომლითაც ახალი ზელანდია თამაშობს, ჩვენთვის დიდი გამოცდილების მომტანი იქნება. თუმცა ეს ის თამაშია, რომლის მოგებასაც ნამდვილად ვეცდებით" - ამბობს რიჩარდ ქოქრილი.

თოდუას 115!

"ოლ ბლექს XV"-თან თავის 115-ე კეპს მოიხვეჭს და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება 36 წლის ფრთა სანდრო თოდუა. მან "ბორჯღალოსნების" კვართი პირველად 2008 წელს, ჩეხეთთან მოირგო და აქამდე ჩატარებულ 114 თამაშში 19 ლელო გაიტანა. 35 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნების რიგებში ყველაზე მეტი, 122 თამაში დავით კაჭარავას აქვს ჩატარებული, კვირიკაშვილი კი მეორე ადგილზეა.

2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩები

10 ნოემბერი. მონპელიე (საფრანგეთი). GGL Stadium

საქართველო - ოლ ბლექს XV (17:00 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32 კეპი, 68 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 6), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 87, 78, კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20), 3. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 8, 15), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 35), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 35).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი, 10), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10); 21. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20).

Rugby.ge

ალექს
ეს არაა მაორი ოლ ბლექსი, არამედ ზელანდიის მეორე ნაკრები. მაორები ცალკე ნაკრებია.
Pepelu
აბა მიდით ბიჭებო!!!!!! ჭაჭებში ბოჭვები გააცანით მაორებს!!!
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
საქართველოს ნაკრები "ოლ ბლექს XV"-თან 13:31 დამარცხდა [VIDEO]
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
"ბორჯღალოსნები" | პირველი მეტოქე - "ოლ ბლექს XV"
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო