შემოდგომის ტესტ-სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ახალზელანდიურ "ოლ ბლექს XV"-თან 13:31 დამარცხდა, რომელიც ეროვნული გუნდის მთავარი რეზერვია.

ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ბრძოლა გაუმართა, მაგრამ რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა. ერთადერთი ლელო ვანო კარკაძემ გაიტანა, ლუკა მატკავას ანგარიშზე კი რეალიზებული ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმოა.

„ბორჯღალოსნები“ კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებენ - 17 ნოემბერს იტალიის და 24 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ.

10 ნოემბერი. მონპელიე (საფრანგეთი). GGL Stadium

საქართველო - ოლ ბლექს XV 13:31

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32 კეპი, 68 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 6), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 87, 78, კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20), 3. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 8, 15), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 35), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 35).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი, 10), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10); 21. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20).

სოსო
ზელანდიის მეორე ნაკრები,ჭ კლასის გგონია?მაგათი მესამე ნაკრებიც თამამად შევა,მსოფლიოს ტოპ ათეულში!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
რა “ჭ” კლასი? ზელანდია XV - “6 ერის” ჩემპიონობაზეც თამამად გაიწევდა!
ლევან
საშინელი თამაში სტატიკაშიც და დინამიკაშიც!
Rezo
სუდია იმნაირს კვესელაძის უბურთოდ გადაგდებისთვის ტექნჯკური ლელო და ყვითელი უნდა აეფრიიალებინა! ეს პირველი გადამწყვეტი გადაწყვეტიკება არა ჩვენ სადარგებლოდა. მეორე უკვე ლელოს გაუქმება იყო. გარდა მაგისა, რამდენიმე ეპიზოდში იმათი დანფობა იყო და იგივეზე ჩვენთვის არ გატარება. ყველაზე სუსტი, ბოლო პერიოდში ტრადიციულად მეორე ხაზი იყო. აუტი-მოლი კატასტროფასთან მიახლოებული. მესამე ხაზმა მშვენივრად ითამაშა მაინც, ზელანდიუს კლასის გათვალუსწინებით მითუმეტეს. ქუნთელია ნამეტანი დონდლოა. პოტენციაში ატონიოა, რეალურად დიდი ბავშვი. გელა. ისევ დაიმტვრა თუ ინახავს საიტალიოდ? ალანიას არგამოძახება ძალიან არასწორი სჩანს.ასევე საინტერესოა შველიძის განაცხადს მიღმა დარჩენა ბრივში მჯსი თამაშის გათვალისწინებით. იმედია იტალუასთან პაპუნაშვილი დაიწყებს 15 ზე და ნინიაშვილი 11 ზე გადავა
ბოკინიო
ან იქ ან იქ გიღებს ვინმე? ეს ტყუილოა საუბარი რატო გიყვართ!
status quo
ზელანდიის ჭ კლასის გუნდიც კი გვიგებს.
გიორგი
სხვა კი არაფერია რაგბი :>)
სოსო
ზელანდიას იმდენი რესურსი აქვს,ალბათ მესამე ნაკრებიც მოუგებს,საქართველოს პირველ ნაკრებს.ძალიან მაღალი დონის ტურნირებს თამაშობენ და მთელი ზელანდიაც,რაგბის თამაშობს.თავიდან კარგად დავიწყეთ,მაგრამ მათაც დაალაგეს თამაში და აღმოჩნდა,რომ მათ მოლებთან გამკლავება გაგვიჭირდა.ვფიქრობ გარდატეხა მაშინ მოხდა,როცა 13-24-ზე უკვე ჩათვლილი და გარდასახული ლელო გაგვიუქმეს.ჩათვლილი ლელოს გადამოწმების შემდეგ გაუქმება ბევრჯერ მინახია,მაგრამ უკვე გარდასახულის გაუქმება,პირველად ვნახე და გავიგე.ვფიქრობ მსაჯის სერიოზულ შეცდომად ჩაითვლება.ამის შემდეგ,ჩვენები გატყდნენ და მოეშვნენ.ამას მოჰყვა ის რამდენიმე უაზრო ჯარიმაც,მატჩის მსვლელობა რომ შეცვალა.ზელანდიელებთან შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სასარგებლო იყო,ჩვენთვის.მათზე უკეთეს გამომცდელს ხომ ძნელად თუ ვიპოვით.ეს დამარცხება,არც რეიტინგზე აისახება და მშვენიერი მოსამზადებელი ეტაპია,იტალია ტონგასთან შეხვედრების წინ.ძალიან ბევრი მოთამაშე გვაკლდა,სხვადასხვა მიზეზით,თუმცა ამის მიუხედავადაც,ჩვენი ძველი პრობლემები,კვლავ პრობლემებად რჩება.არასტაბილური აუტი,ნელი გადაყრა და რაქიდან ბურთის ნელი გამოტანა,მარაოს გაშლისას ბოლო პასი.ბოლო ხანებში შერკინება და მოლიც პრობლემური გაგვიხდა,მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ,რომ შერკინებაში წესები ძალიან შეიცვალა და ყველაფერი ჩვენთვის საზიანოდ.აი პერანიძის ჯარიმა კი,თამაშგარედან წინ წასვლის გამო,მართლაც ვერ ამიხსნია.შესაძლოა ინგლისური არ იცის და მსაჯის ძახილი ვერ გაიგო?!ასეა თუ ისე,ჩვენი წინსვლის ერთადერთი საშუალება,ჩვენი გუნდების ძლიერ ტურნირებში,ძლიერ გუნდებთან თუ ნაკრებებთან ხშირი თამაშია.ამ გზაზე,ძალიან ბევრჯერ დავმარცხდებით,მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.თუ არ მრავალჯერ არ წაიქეცი,სიარულს ვერ ისწავლი!არ ვიცი,რამდენად მონდომებულები იყვნენ ზელანდიელები,მაგრამ ფაქტია,რომ ყველაფრის წამლეკავი შეტევების საშუალება არ მივეცით და უფრო სხვანაირი თამაშით დაგვამარცხეს.ისინიც ხომ ჩვენი სტილის გუნდებთან მომავალი შერკინებებისათვის მოსამზადებლად გვეთამაშნენ.კომენტატორებმა ჩვენი გუნდის აფრიკა ბრითანეთის გაერთიანებული ჩემპიონატში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ ისაუბრეს და ეს თუ შევძელით,ძალიან დიდი ნაბიჯი გაკეთდება,წინ.რაგბი ევროპა,ჩვენ უკვე აღარაფერს გვაძლევს.
goga
უაზრო ჯარიმები გასაგებია, დაღლაც გასაგებია, მაგრამ, ეს აუტის მოწოდება რა გახდა ასეთი? ამის სწავლასაც, უმაღლეს დონეზე, ხშირი თამაში ჭირდება?
კახაბერი
ბიჭებმა მეტად უნდა მიაქციონ ყურადღება ფიზიკური მომზადებას, მერე რაქში სწრაფ და სგრესიულ ღამაშს, და მერე მოლს, როგორც თავდახსმაში, ისე დაცვში.
ბეკენბაუერი
საშინელი თამაში იყო ჩვენების მხრიდან‼ უამრავი ელემენტალური შეცდომები, პრობლემები დისციპლინაში, ისევ დაღლა, შეტევაში იდეების უფერულობა... ბოლო წლებია ქართული რაგბი რეგრესს განიცდის. მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში ხო ჩააგდეს. იმის მერე არაფერი შეიცვალა. ვფიქრობ ვერც დ-კლასის კოკერილი ამართლებს და მთლიანად ფედერაციაც განახლებას მოითხოვს! ოღონდ ჯიგრული პონტების და ძმაკაცების დანიშვნის გარეშე!
ალექს
უხეში ინდივიდუალური შეცდომების(ჯარიმების) გამო ვაჩუქეთ სალელოვე შეტევები. სხვა მხრივ ზელანდიას არაფერი არაორდინალური ფაქტიურად არ შემოუთავაზებია, მათ მცდელობებს დინამიური შეტევისა საკმაოდ ეფქეტურად ვუმკლავდებოდით,მაგრამ აი ამ უაზრო გაუმართლებელმა შეცდომებმა,რომლებსაც ჯარიმები მოჰყვა, შემდეგ 22ში შემოსვლა დერეფნით და იმათი მაგარი მოლი თამაში წაგვაგებინა. ერთიც საკუთარი შერკინება წავაგეთ და იქვე ლელო მივიღეთ. ორი ნაღდი ლელო კი აქეთ უნდა გაგვეტანა, ის გაუქმებული და კვესოს ტრიბუნაზე გაშვებული პასი. მოლში სერიოზული სამუშაოა, ვერც დაცვითმა იმუშავა და ვერც შეტევითმა ფაქტია. სხვა მხრივ, რა შეიძლება ითქვას, ზელანდიის ამ გუნდის მოთამაშეთა 100% მუდმივად ერთად ან ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობს. ამასთან ერთად, როგორც ნაკრებს, უკვე ქონდათ წელს ერთი შეხევდრა და შესაბამისად შეუდარებლად უფრო მეტ სანახაობას ველოდი მათგან,მაგრამ საერთოდ ვერაფერი.. ჩვენთვის კი პირველი საშემოდგომო შეხვედრა იყო მაინც,ლიდერები გვაკლდნენ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით,საბოლოო ჯამში, ურიგოდ არ გამოვიყურებოდით. წარმატებები იტალიასთან!
დუბლინელი დამრტყმელი -პურიმჭამელი
არ გინდათ ევროპა? მაშინ ესენგეს 6 ერში ითამაშეთ !
დიმა
ბავშვური შეცდომები რომ არა სხვა ანგარიში იქნებოდა, წინსვლა რომ იგრძნობა ეს ცხადზე ცხადია, იტალიას რომ მოვუგებთ ამაშიც დავრწმუნდი, ეს თამაში ამის ოპტიმიზმს იძლევა ნამდვილად.
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
10xSEO-მ ბაზარზე სპეციალიზებული SEO ქოფირაითინგის სერვისი ჩაუშვა: ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც Google-ში გპოულობენ
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
[VIDEO] ბრწყინვალე ბურთები მოიგერია - იაკობიშვილის დებიუტი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში, დამყარებული რეკორდი და საქართველოსთან შესაძლო დაპირისპირება
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | პირველი მეტოქე - "ოლ ბლექს XV"
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილის პირველი საშემოდგომო რაზმი
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის