დიდებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შემოდგომის ტესტ-სერიის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე იტალიასთან 17:20 დამარცხდა.

მოიგერია რა მეტოქის სასტარტო იერიშები, ჩვენმა გუნდმა იქით შეუტია, თანაბარი თამაში წავიდა და მასპინძლებმა საჯარიმოთი დაწინაურება მოახერხეს, რასაც ქართველების შესანიშნავი კომბინაცია და „ბორჯღალოსნების“ რიგებში ტაბუცაძის მეორმოცე ლელო მოჰყვა, მატკავამაც გარდასახვა ზუსტად შეასრულა. იტალიამ საჯარიმოთი ანგარიში მალევე შეამცირა. თუმცა მატკავამ ოთხქულიანი უპირატესობა საჯარიმოდან აღადგინა. შემდეგ ჩინებულად მოასპარეზე ნინიაშვილმა გარღვევა განახორციელა და ლობჟანიძემ ლელო გაიტანა. მატკავა გარდასახვისას ისევ უზადო იყო. ბოლოს ნინიაშვილმა მეტოქეს ნაღდი ლელო არ დაადებინა და პირველი ტაიმი 17:6 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი „აძურას“ გააფრთებული, მრავალფაზიანი შეტევებით დაიწყო, შედეგად საჯარიმო ლელოთი სხვაობა შეამცირეს და ტაბუცაძემ ყვითელი ბარათი მიიღო. მერე იტალიამ ლელო-გარდასახვით წინ გასვლა შეძლო. ცოტა ხანში მათ საჯარიმო ვერ გამოიყენეს. მუდმივად თავდაცვით საქართველოს ნაკრების მორაგბეებს დაღლა დაეტყოთ, ვიზავის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ და მარცხი განიცადეს.

"ბორჯღალოსნები" მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს ტონგასთან თბილისში ჩაატარებენ.

გენუა. "ლუიჯი ფერარი"
იტალია - საქართველო 20:17
საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი ახალაძე, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემურ თაფლაძე.

alt"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან

მკითხველის კომენტარები / 11 /
მიეხედავად იმისა რომ თითქმის ყველა კომპონენეტში გვჯობდნენ, მაინც შეიძლებოდა ამ თამშის მოგება! პირველი ტაიმი ამის დასტურია! მეორე ტაიმი სრულად მოიგო იტალიის მწვრთნელმა!!!! 11 ქულას იგებ და ასე უბურთოთ რატომ უნდა ათამაშო გუნდი?! ტაბუცაძე დინამიკაში კარგია, მაგრამ სამწუხაროდ სარაგბო ინტელექტით ვერ გამოირჩევა…ისევ ბოჭვაზე ერჩივნა ეთამაშა ვიდრე ჩაჭრაზე, ყვითელი+ტექ. ლელო რა უბედურებაა?! ამას მოხერხება ხომ უნდოდა…არ შეიძლება მხოლოდ ბიჭების თავდადებაზე და ერთი-ორი ბიჭის ინდივიდუალურ თამაშზე გადიოდეს გუნდის წარმატება! იმედია კოკერელი სწორ დასკვნებს გამოიტანს. წაემატება ჩვენს ბიჭებს
პაატა
20:57 17-11-2024
1
მაგრები ხართ ბიჭებო, სასწაული ლელოები დადეთ. ახალ ზელანდიას და სამხრეთ აფრიკას რომ შეშურდებოდა. პირველი მაინც სასწაული იყო, ამდენი ოფლოუდი მთელ თამაშში არ გაგვიკეთებია რაც ამ ლელოს დროს გაკეთდა. ნინიაშვილი ხომ საერთოდ ფენომენია, დაფრინავს ტიპი. წავაგეთ მაგრამ გული არ გაიტეხოთ, გულშემატკივრები თქვენთან ვართ.
გია პაპა
20:19 17-11-2024
1

სიახლეები პოპულარული