რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს

AutoSharing Option
2024 წლის დასკვნით მატჩში ტონგასთან სარეკორდო სხვაობით (22:7) გამარჯვების შემდეგ, "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ "მიხეილ მესხის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

რიჩარდ ქოქრილი: "პირველი ტაიმის შედეგით გაღიზიანებულები ვიყავით, რაზეც შესვენებაზე ვისაუბრეთ, მეორე ტაიმში შესაბამისი განწყობით გავედით მოედანზე და შედეგიც სახეზეა. ჩვენი არჩევანი მეტოქის სიძლიერეზეა დამოკიდებული. როდესაც მეტოქე ფიზიკური გუნდია, ოპტიმალურად მიმაჩნია მარქაფაში 6 მორკინალის ყოლა. გარდა ამისა, ბექა საღინაძეს 8 კვირა არ ჰქონდა ნათამაშები და ამ დროს გადაფარვა სჯობს.

განვლილ 1 წელიწადს პოზიტიურად შევაფასებ. გუნდში
ბევრი ცვლილება მოხდა. როგორც წესი, მსოფლიო თასის შემდეგ გუნდს ვეტერანები ტოვებენ და მათ ნაცვლად ახალგაზრდა მოთამაშეები მოდიან. გუნდის შენების პროცესში ვართ, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალის საგზურისთვის უნდა იბრძოლოს".

ვასილ ლობჟანიძე: “პირველ ტაიმში მეტოქის თამაშს ავყევით, ვცდილობდით ლელო პირველი ხელიდან გაგვეტანა ბევრ შეცდომებს ვუშვებდით. შესვენების შემდეგ ჩვენს თამაშს დავუბრუნდით და შედეგიც სახეზეა. მიმაჩნია, რომ 100%-იანი ჯარიმა არ არსებობს და პირველ ტაიმში კარში ამის გამო არ დავარტყით. კარგად ვიყავით მომზადებული, მოლში ვდომინირებდით და ლელოზე თამაში გადავწყვიტეთ. არ ვთვლი, რომ პირველი ტაიმის ბოლოს აღებული 3 ქულა თამაშის მსვლელობას შეცვლიდა".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედით ვუყურებ ნაკრების მომავალს. ქოქრილის დუელები სხვა მწვრთნელებთან გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადრე. ქოქრილმა მეორე ტაიმი წააგო იტალიის ვიზავისთან, მაგრამ მოუგო ტონგას. წარმატებები!
გიორგი
13:18 26-11-2024
2
რასაკვირველია ვულოცავ ჩვენს გუნდს ტონგასთან გამარჯვებას, მაგრამ მოდით არ გვინდა გადაჭარბებული ქება, რადგან ტონგა დ ღ ე ს ის გუნდი არ არის, რომელთან გამარჯვებამ ზედმეტად უნდა გაგვახაროს (რუმინეთმაც კი მოუგო, თან თითქმის ისეთივე ანგარიშით, შტატებმა კი საერთოდ გადაუარა). მოხარული ვარ რომ კოკერილი გუნდს აახალგაზრდავებს და არც ექსპერიმენტებს ერიდება, მაგრამ ჯერ ვერ მივიღეთ ის, რასაც პირადად მე ველოდი: ასეთ გუნდებთან მუდმივად პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ. იმედია ეს თანდათან უახლოეს მომავალშივე გამოსწორდება, რადგან ამის გარეშე დიდ გუნდებთან თანაბრად თამაში და გამარჯვება შეუძლებელი იქნება.
დავითი
12:43 26-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული