"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთი 43:5 დაამარცხა.

მატჩის ორივე ტაიმი "ბორჯღალოსნების" სრული უპირატესობით წარიმართა, პირველ ნახევარში ქოქრილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 29:0 დაამარცხა. მატჩის სურათი კი არც მეორე ტაიმში შეცვლილა.

16 მარტს თბილისში ჩასატარებელ ფინალში ჩვენი გუნდი ესპანეთს შეხვდება, რომელმაც სტუმრად პორტუგალიას 42:31 მოუგო.

თბილისი. "ავჭალა". 3 000 მაყურებელი

საქართველო - რუმინეთი 43:5 (29:0)

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11.
სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).

7 ლელო: თოდუა, ტაბუცაძე, ბაბუნაშვილი, აფრასიძე, კახოიძე, ახალაძე, კვესელაძე

4 გარდასახვა: მატკავა
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბატონო სოსო,

საკუთარ მასწავლებელზე არანალკებ ბრძნული სიტყვები დაუტოვა მსოფლიო ისტორიას სუვოვოროვის მოსწავლემ გამორჩეულმა რუსმა მხედართმთავარმა კუტუ ზოვმაც (Граф, светлейший князь Кутузов, Михаил Илларионович).
სამშობლოს ბედით გულდათუთქულმა კუტუ ზოვმა ხელქვეითებს ერთხელ ხმამაღლა მიმართა და გამოთქმით შესაძახა ისტორიული ჭეძმარიტება და საუკუნეებიის სიბრძნე - უნიკალური ფრაზით - «Чтобы спасти Россию, надо сжечь Москву».
ყველამ ღმად უნდა გაიაზროს არა მხოლოდ სუვოროვის, არამედ კუტუზოვის სიბრძნეც და გააკეთოს ღრმა ანალიზი

აბააა
14:04 03-03-2025
0
უკვე ცოდოობაა,ჩვენი აქ თამაში!აქ ერთი მსაჯობაზე წერდა,მე კი ვფიქრობ,მსაჯები კიდევ უფრო მკაცრები უნდა იყვნენ ჩვენ მიმართ,რათა ამოცანა გაგვირთულდეს და მოტივაცია შევინარჩუნოთ.შავი ლომი რომ შეიქმნა და სათამაშო პრაქტიკისათვის სამხრეთ ამერიკის გუნდებთან სათამაშო ტურნეზე გაემგზავრა,იქ იყო,მსაჯებიც მასპინძელთა დამხმარეებად რომ იქცნენ და ჩვენ ბიჭებს ისე ურთულებდნენ თამაშს,რომ ორიოდე თამაში წაგვაგებინეს კიდეც,მაგრამ ამან,ჩვენი ბიჭები საგრძნობლად გააძლიერა მენტალურადაც და სათამაშო დისციპლინითაც.საბოლოო ჯამში,მაშინ ჩვენ მხოლოდ მოვიგეთ და ახლაც ასე იქნება.რუს გენერალ,სუვოროვს აქვს ნათქვამი,"გაიჭირვე წვრთნაში,გაგიადვილდება ბრძოლაში!"აქაც ასეა,მსაჯები ამოცანას თუ გაგვირთულებენ,მსოფლიოს თასზე,უკვე ნორმალური მსაჯობის პირობებში,უფრო ძლიერ გუნდებთან ბრძოლა გაგვიადვილდება.
პ.ს. დღევანდელზე რა ვთქვა?ტოტალური უპირატესობა გვქონდა და ძალიან ადვილად მოვიგეთ.თავიდან შერკინებაში ვაგებდით,მაგრამ ეგეც გავასწორეთ და კიდევ უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გამარჯვება.ბიჭებს ვულოცავ კარგ თამაშს და გამარჯვებას.რა თქმა უნდა ფინალშიც იგივეს ველით,თუმცა მობილიზაციის დაკარგვა არ შეიძლება.მსოფლიოს თასზე როგორ გაგვამწარეს ყველას კარგად გვახსოვს და ასეთი რამე აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს.
სოსო
22:54 02-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული