2025 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩებს "ბორჯღალოსნები" საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამართავენ. სამიდან ერთ-ერთი მეტოქე, რომელსაც 22 ნოემბერს ვუმასპინძლებთ, ტიერ1-ის იაპონია იქნება, რომელსაც შარშან სტუმრად მოვუგეთ და ახლა რევანში სწყურიათ.

"საქართველო მსოფლიო რაგბში ყველაზე განვითარებადი ქვეყანაა. ისტორიულად ძლიერი ქართველი მორკინალები, ახლა დიდ დახმარებას იღებენ ინდივიდუალიზმით გამორჩეული ხაზის მოთამაშეებისგან. საქართველოსთან თამაში ევროპული ტურის შესანიშნავი დასასრული იქნება და ის მოთამაშეებს არასდროს დაავიწყდებათ", - განაცხადა იაპონიის ნაკრების ავსტრალიელმა დამრიგებელმა ედი ჯონსმა.

იაპონიასთან აქამდე 7-ჯერ გვითამაშია და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე შარშან სტუმრად დავამარცხეთ, მათთან ჯერაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს. განვლილი თამაშებიდან სამი თბილისში, "მიხეილ მესხზე" გაიმართა, სამჯერ იაპონელებმა გვიმასპინძლეს, ერთი შეხვედრა კი ნეიტრალურ მოედანზე შედგა. მათგან ორი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა, 5-ში კი მეტოქემ იმარჯვა.

იაპონიას პირველად 2006 წელს ოსაკაში ვეთამაშეთ და მასპინძლებმა 32:7 მოიგეს. 2012 წელს აზიელები "მიხეილ მესხზე" გვეწვივნენ და ბოლო წუთზე აღებული 3 ქულით 25:22 მოიგეს. 2014 წელს იაპონელებს კვლავ "მესხზე" დავუხვდით და ამჯერად 35:24 გავიმარჯვეთ.

მომდევნო წელს იაპონელებს ინგლისში, გლოსთერში მსოფლიო თასის წინ შევხვდით (10:13), 2016-ში კი მესამედ ვუმასპინძლეთ თბილისში (22:28). 2018 წელს მასპინძლებმა იაპონიაში მშრალი ანგარიშით, 28:0 გვაჯობეს, შარშან ზაფხულში კი მათ სენდაიში ვეწვიეთ და 25:23 დავამარცხეთ.

რომელ ქალაქში და სტადიონზე გაიმართება 22 ნოემბრის შეხვედრა, მოგვიანებით გაირკვევა.

Rugby.ge

"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
ჰამანი: პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა
"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ კლუბებს კონკურენცია უნდა გაუწიოს" - რაფაელ ლეაო
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
დევისის და სმოლკინის წყვილმა ტოკიოში გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
[VIDEO] "არსენალის" ქამბექი - "ჩელსი" "მეთოფეებს" 5 წელია ვერ ამარცხებს
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" პირველი ქულა
[VIDEO] კვერნაძე მეტოქის საჯარიმოში მეტეორივით შეიჭრა და გამარჯვების გოლი გაიტანა
[VIDEO] ზივზივაძემ "ჰაიდენჰაიმს" გამარჯვება მოუპოვა
დამსახურებული სიგიჟე - ესპანეთში პსჟ-ში ლუის ენრიკეს ხელფასით შოკირებული არიან
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
10 წლის შემდეგ პირველად - "ბორჯღალოსნებმა" იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩვენ და იაპონია
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა