რა ელის "ბორჯღალოსნების" მატჩს? - ტაიფუნის გამო უახლოეს 2 დღეში მსოფლიო თასზე 2 შეხვედრა გაუქმდება

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციისა და 2019 წლის მსოფლიო თასის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტაიფუნის საფრთხიდან გამომდინარე, ორი შეხვედრა გაუქმდება.

მსოფლიო რაგბის საიტზე ვკითხულობთ, რომ ცვლილება ჯერჯერობით არ შეეხება 11 ოქტომბერს გასამართ მატჩს საქართველოსა და ავსტრალიას შორის და 12 ოქტომბერს დაგეგმილ პირველ მატჩს ირლანდიასა და სამოას შორის.

12 ოქტომბრის დანარჩენი ორი შეხვედრა ახალ ზელანდიასა და იტალიას, საფრანგეთსა და ინგლისს შორის გაუქმდება და 4-ვე გუნდს 2-2 ქულა ჩაეწერება.

რაც შეეხება 13 ოქტომბერს ჩასატარებელ შეხვედრებს, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ყველანაირ ღონეს იხმარენ, რომ ეს თამაშები შედგეს, თუმცა
საბოლოო ინფორმაცია 13 ოქტომბრის დილით გახდება ცნობილი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი საზოგადოების, გუნდების, მოხალისეების უსაფრთხოება გახდა, რომელიც ყველასთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
კიდე ერთი ნათელი დასტური იმისა რო მსოფლიო რაგბის ფედერაცია უტვინოების კანტორაა... არც რაგბის პოპულარიზაციაზე ზრუნავენ, არც გეგმა ბ აქვთ, თავის სისულელეებით მაგრად ულახავენ რეპუტაცია, ამ მაგარ სპორტს... დებილები! უელსთან ამოვარდნილიყო ეს ტაიფუნი კიდე ან ფიჯისთან :)))
Irakli Apkhaidze
10:59 10-10-2019
0
მსოფლიო რაგბისათვის ამაზე დიდი ანტირეკლამისა და ზოგადად რაგბის სამყაროში ამაზე უგუნური გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი რაღაც საპირველაპრილო ოხუნჯობას უფრო წააგავს... იტალიელებს თეორიულ მაგრამ მაინც გასვლის შსანსს ართმევენ და ინგლის - საფრანგეთს სულაც პირველი ადგილისთვის უნდა ეთამაშათ და ამ შეხვედრას უამრავი ქომაგი ელოდა ჩემი ჩათვლით... თუ გაუქმებაა, თამაშები კი არა, ტაიფუნი უნდა გაეუქმებინათ ან გადაედოთ, მაგისთანები ეხერხებათ იაპონელებს?!...
მ. ტ.
16:51 10-10-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული