19 წლის ასაკში! - ჩემპიონთა თასზე გელა აფრასიძის დებიუტი შედგება

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი გელა აფრასიძე ფრანგული ტოპ 14-ის ლიდერმა "მონპელიემ" დუბლიორთა შემადგენლობიდან ჩემპიონთა თასის განაცხადში, პირველ გუნდში დააწინაურა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მე-5 ტურში "მონპელიე", 13 იანვარს,  ინგლისში "ექსეთერს" ეთამაშება და 19 წლის ქართველი ფრანგული კლუბის ერთადერთი ჯანმრთელი 9 ნომერია. ის პირველ გუნდთან ერთად დიდი ხანია ვარჯიშობს და 13-ში მისი ელიტური დებიუტი შედგება.

"მონპელიე" მე-3 ჯგუფში 13 ქულით მეორე ადგილზეა და "ექსეთერის" შემდეგ, 20 იანვარს ლიდერს, ირლანდიურ "ლენსთერს" მასპინძლობს, რომელსაც 18 ქულა აქვს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში 5 ჯგუფის
გამარჯვებული და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.

"ბორჯღალოსანთა" კიდევ ერთმა 9 ნომერმა, მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ ცნობილმა ვასილ ლობჟანიძემ ნოემბრის ტესტებზე მიღებული კოჭის ტრავმა მოიშუშა და "ბრივის" ევროპულ განაცხადში დაბრუნდა. მისი გუნდი ჩელენჯ ქაფის მე-5 ტურში 13 იანვარს  "ოიონას" ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა 13-ში სანერვიულო გვექნება! წარმატებები ბიჭებო! ცხოვრება შანსს გაძლევთ და ახლა თქვენ იცით!აჩვენეთ მსოფლიოს რომ მარტო პირველი ხაზი არ არი საქართველო! სისწრაფე, მონდომება, ჩვეული ჯიგარი და ყველაფერი გამოგივათ!
1
რაგბი მაინც ახალი სახეობაა ფეხბურთთან შედარებით, როგორღაც ისე ჩამოყალიბდა რომ ქართული რაგბის სავიზიტო ბარათი ძალისმიერი თამაშია, არადა ქართველები ფეხბურთში თუ რამით ვამაყობთ, ესაა ჩვენი ტექნიკა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ რომ სწორი განვითარების შემთხვევაში ჩვენ როგორც ფიზიკური ასევე ტექნიკური კუთხით უდუდესი პოტენციალი გვაქვს ორივე სპორტში. ამას დანახვა უნდა და ერთმანეთისგან სწავლა.
giorgi
11:59 11-01-2018
0

სიახლეები პოპულარული