"ბორჯღალოსნების" კაპიტანი საკლუბო კარიერას უელსში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი და ინგლისური "ბრისტოლის" მორაგბე გიორგი ნემსაძე კარიერას უელსში გააგრძელებს.

ნემსაძემ "ოსპრეისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

33 წლის ქართველი მორაგბის შესახებ Wales Online-თან საუბარში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დენ გრიფიტსმა ისაუბრა.

"გიორგი გუნდს გამოცდილებასა და სიღრმეს შემატებს. როგორც ყველა ქართველი მორაგბე, ნემსაძე სპორტული თვალსაზრისით აგრესიული და ფიზიკურად მძლავრია. "ბორჯღალოსნების" წარმატება შერკინების სიძლიერეზე შენდება და ნემსაძე შერკინების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. ეს ძალიან კარგი ტრანსფერია სეზონის ამ მონაკვეთში", - თქვა გრიფიტსმა.

გიორგი ნემსაძის აქტივში საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებული 81 მატჩია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატება! ოსპრეისში თუ ითამაშა დაიხვეწება სრულყოფილებამდე.
ანდროიდი
14:33 23-03-2018
0

სიახლეები პოპულარული