გასულ კვირაში ევროპის წამყვანი კლუბები ევროტურნირებში ჩაერთვნენ და პირველსავე ტურში ქართული ლელო გავიდა - ჩელენჯ ქაფზე, თავი მიხეილ გაჩეჩილაძემ გამოიჩინა.
რანგით უმაღლეს, ჩემპიონთა თასზე სამმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და ორმა მათგანმა გამარჯვება იზეიმა.
მე-4 ჯგუფში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ‘რასინგ 92’-მა, რომელმაც ‘სკარლეტს’ უელსში ტაიმების მიწურულს გარდასახული ლელოები გაუტანა - 14:13. პარიზელებმა ტაიმი 7:3 მოიგეს, მეორე ნახევრის შუაში ორი ლელო მიიღეს, მაგრამ გარდასახვები არაზუსტი იყო და 77-ე წუთზე გამომუშავებულმა საჯარიმო ლელომ, მათ 4 სატურნირო ქულა მოუტანა. ‘რასინგის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და
50 წუთი ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა, რომელსაც ევროთასებზე დებიუტი ჰქონდა. ამ პერიოდში მან 13 ბოჭვა შეასრულა, რაც ამ თამაშში მეორე მაჩვენებელია.
მე-5 ჯგუფში ‘მონპელიემ’ შოტლანდიურ ‘ედინბურგს’ უმასპინძლა და 21:15 სძლია. მასპინძლებმა პირველ ტაიმში სამი გარდასახული ლელო გაიტანეს და 21:10 დაწინაურდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ ქულა ვეღარ აიღეს და ვერც პრემიას შეწვდნენ. მასპინძელთა შორის პირველიდან 61-ე წუთამდე ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. ის ტრადიციულდ საიმედო იყო შერკინებაში და 12 ბოჭვაც შეასრულა.
ზურაბ ჟვანიას ‘უოსფსი’ ‘ლენსთერს’ ირლანდიაში ეწვია და უშანსოდ, 3:52 დამარცხდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა ზურაბ ჟვანიამ.
მეორე დონის ტურნირზე, ჩელენჯ ქაფზე ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად ითამაშეს. პირველ ჯგუფში ‘კლერმონი’ ‘ნორთჰემპტონს’ ინგლისში ეწვია, 11 ათასი გულშემატკივრის წინაშე 41:20 დაამარცხა და ბონუსიც ჩაიწერა. დავით ზირაქაშვილი თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო და ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთით 13 მეტრი ირბინა. 62-ე წუთიდან ითამაშა კიდევ ერთმა ბურჯმა ბექა კაკაბაძემ, რომელმაც ‘კლერმონის’ პირველი გუნდის რიგებში წელს პირველად ითამაშა.
მესამე ჯგუფში ‘ბორდო’ ‘კონახტს’ ირლანდიაში ეწვია და 10:22 დამარცხდა. ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა: ბურჯმა ლაშა ტაბიძემ მოედანზე 57 წუთი გაატარა, ხოლო შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე 49-ე წუთზე შეცვალეს.
მეოთხე ჯგუფში რუსეთის ჩემპიონმა ‘ენისეიმ’ ‘ლა როშელი’ მიიღო და სამი ლელო გაუტანა, მაგრამ 21:82 დამარცხდა. მიხეილ გაჩეჩილაძემ სრულად ითამაშა და 27-ე წუთზე საკუთარი გუნდის მეორე ლელოც გაიტანა, რითაც ანგარიში 14:28 გახადა.
22:54 დამარცხდა ინგლისში ‘ჰარლექუინზთან’ ‘აჟენი’, რომლის შემადგენლობაში ორმა ჩვენებურმა ითამაშა. ბურჯი გიორგი თეთრაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო თამაზ მჭედლიძე შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა.
პრო დე2
მე-8 ტურის თამაშები გაიმართა საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დე2-ში. ‘ნევერმა’ ‘მონ-დე-მარსანი’ მიიღო და 24:17 დაამარცხა, რაშიც წვლილი გურამ პაპიძესაც მიუძღვის. ის შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა.
‘ანგულემმა’ ‘ვანს’ უმასპინძლა და ბონუსით დაამარცხა - 42:12. შალვა სუთიაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების მეორე ხაზში 67 წუთი ითამაშა.
სტუმრად ‘მასისთან’ 19:30 დამარცხდა ‘ბრივი’, რომლის შემადგენლობაში სამმა ქართველმა ითამაშა. 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო ოთარ გიორგაძე, ხოლო 3 წუთის შემდეგ მოედანზე ლუკა გოგინავა გამოჩნდა.
‘ბიარიცმა’ ‘ორიაკს’ უმასპინძლა და 28:24 დაამარცხა, მოედანზე კი ოთხი ქართველი ლეგიონერი გავიდა. მასპინძელთა შორის პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა ვახტანგ ახობაძემ. ‘ორიაკის’ რიგებში სრულად გაისარჯა გიორგი ცუცქირიძე, გიორგი ჯავახიამ 57-ე, ხოლო ლაშა ლომიძემ მე-60 წუთიდან ითამაშა.
‘ოიონამ’ ‘პროვანსი’ მიიღო და 46:23 დაამარცხა. 50-ე წუთიდან თამაშში ირაკლი მირცხულავა ჩაერთო და ამ დროს სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო (24:23), დარჩენილ დროში კი მასპინძლებმა გამარჯვებაც დაიბევეს და ბონუსიც ჩაიწერეს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით