ბორჯღალოსანმა ზურაბ ჟვანიამ ინგლისური ‘უოსფსის’ მაისურით ოფიციალურ მატჩში პირველი ლელო გაიტანა და ამავე შეხვედრაში სალელოვე პასიც მიითვალა.
27 წლის მარცხენა ბურჯმა ლელო „ბზიკების“ შემადგენლობაში ჩატარებულ პირველსავე მატჩში გაიტანა, მაგრამ ის სეზონისწინა, გასახურებელი თამაში იყო. ამჯერად მან თავი ოფიციალურ შეხვედრაში გამოიჩინა და ჩემპიონთა თასის მეორე ტურში, ინგლისურ დერბიში ‘ბათი’ დაალელოვა. ჩემპიონთა თასზე ზურას ლელო აქამდეც გაუტანია. მან თავი 2015 წელს, ‘სტად ფრანსეს’ მაისურით იტალიური ‘ბენეტონის’ წინააღმდეგ გამოიჩინა.
პირველ ტურში დიდი ანგარიშით განცდილი მარცხის შემდეგ, ‘უოსფსი’ საკუთარ კედლებში ‘ბათთანაც’ მარცხდებოდა. სტუმრებმა ტაიმი
21:7 მოიგეს, თუმცა 48-ე წუთისთვის ანგარიში გათანაბრდა და ამაში ქართველის წვლილი უდიდესია. მან ჯერ 5-მეტრიანის სიახლოვეს შეუტია, ბოლო მცველი აიყვანა და ოფლოუდით თანაგუნდელი ლელოში შეუშვა, ხოლო 48-ე წუთზე კარის წინ თავადვე გაძვრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა - 21:21.
თამაში, რომელსაც 15 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო ფრედ დასრულდა - 35:35. ჟვანიამ პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა და ლელოსა და სალელოვე პასის გარდა 6 ბოჭვა, ერთი თერნოვერი და ორი ოფლოუდი გაახერხა. მისი გუნდი ჩემპიონთა თასის პირველ ჯგუფში 3 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა ლიდერ ‘ტულუზას’ მხოლოდ 5-ით ჩამორჩება.
მეოთხე ჯგუფს ‘რასინგ 92’ ლიდერობს, რომელმაც წინასასეზონო მზადება თბილისში გაიარა და რომლის ღირსებას ორი ქართველი ლეგიონერი იცავს. პარიზელებმა ‘სკარლეტსის’ სტუმრად დამარცხების შემდეგ, მეორე ტურში ირლანდიური ‘ოლსტერი’ ბონუსით დაამარცხეს - 44:12.
20 წლის გურამ გოგიჩაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 57 წუთი გაატარა, ბურთით 10-ჯერ შეუტია, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და ჯამში 27 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 8 ბოჭვა შეასრულა. 57-ე წუთზე გოგიჩაშვილი ვასილ კაკოვინმა შეცვალა და 23 წუთში 6 ბოჭვა შეასრულა.
მეორე გამარჯვებასთან ახლოს იყო ‘მონპელიე’, მაგრამ ბოლო წუთზე ლელო-გარდასახვა მიიღო, ინგლისში ‘ნიუკასლთან’ 20:23 დამარცხდა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა. ფრანგთა სასტარტო შემადგენლობაში ორმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა. ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ლევან ჩილაჩავა და ის 47-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მიხეილ ნარიაშვილმა 60 წუთი ითამაშა.
ჩელენჯ ქაფის პირველ ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით ფრანგული ‘კლერმონი’ ლიდერობს, რომელმაც პირველ ტურში ‘ნორთჰემპტონი’ ინგლისში, ხოლო მეორეში რუმინული ‘ტიმიშუარა’ ბონუსით დაამარცხა - 70:12. ფრანგები რუმინელებს მეორე შემადგენლობით დაუხვდნენ. მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა ბექა კაკაბაძემ, რომელიც 50-ე წუთზე 18 წლის გიორგი ბერიამ შეცვალა. მისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო ‘კლერმონის’ პირველი გუნდის შემადგენლობაში.
მეორე ჯგუფში, ფრანგულ დერბიში, ‘სტად ფრანსე’ ‘პოს’ ეწვია და მხოლოდ ქულას დასჯერდა - 15:21. მიმდინარე სეზონში პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა გიორგი მელიქიძემ. აქამდე ის ტოპ 14-ში შეცვლაზე, რამდენიმე წუთით შევიდა, ამჯერად კი ძირითადში იყო. მელიქიძე 33-ე წუთზე შეცვალეს და ამ დროში 10 ბოჭვის შესრულება მოასწრო.
მესამე ჯგუფში, ‘ბორდოს’ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში ლექსო ყაულაშვილმა, თუმცა მეორე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. მისი გუნდი ‘პერპინიანს’ დაუზავდა - 25:25.
მეოთხე ჯგუფში ‘ლა როშელთან’ სტუმრად დიდი სხვაობით დამარცხდა ‘ენისეი’, თუმცა ამჯერად 4 ლელოს გატანა მოახერხა და ბონუსი ჩაიწერა - 26:64. რუსეთის ჩემპიონის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო შალვა მამუკაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და 40 წუთი გაისარჯა.
მეხუთე ჯგუფში ‘აჟენმა’ იტალიური ‘ბენეტონი’ 20:19 დაამარცხა. ფრანგთა რიგებში პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა. ამავე ჯგუფში ‘გრენობლმა’ ‘ჰარლიქუინსს’ 19:13 სძლია. მასპინძელთა შორის 50-ე წუთიდან ითამაშა ბექა გიგაშვილმა, რომელსაც ევროთასებზე დებიუტი ჰქონდა.
ევროთასებზე ახლა თვენახევრიანი შესვენებაა. კლუბები შიდა ჩემპიონატებს დაუბრუნდებიან, ნოემბერში სანაკრებო ტესტ-მატჩები გაიმართება, ხოლო ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები დეკემბერში ჩატარდება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით