Blog-rct.com: 53 წუთში მამუკა გორგოძემ ტიტანური სამუშაო შეასრულა

AutoSharing Option
სამთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა 34 წლის ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელმაც ჩემპიონთა თასის მესამე ტურში "ტულონის" რიგებში "მონპელიესთან" მოგებულ (38:28) მატჩში ითამაშა.

ფრანგული სარაგბო ბლოგი Blog-rct.com-ი ქართველის დაბრუნებას სტატიას უძღვნის და წერს, რომ მამუკამ ტიტანური სამუშაო შეასრულა.

"მამუკა გორგოძის დაბრუნებას ყველა ელოდა, მაგრამ არავინ ფიქრობდა, რომ ქართველი სამთვიანი სერიოზული ტრავმის შემდეგ ამ დონეზე თამაშს მოახერხებდა.

შეხვედრის 53-ე წუთზე მწვრთნელმა პატრის კოლასომ მოთამაშე შეცვალა და ტრავმის გამიზეზება აიცილა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მამუკა გორგოძე შესანიშნავი იყო. მან 12 ბოჭვა შეასრულა,
რომელიც მის გუნდში მთელი მატჩის განმავლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

ის ეფექტური იყო, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. როგორც ჩანს, მამუკა გორგოძე სწორედ ის ელემენტია, რომელიც "ტულონს" სეზონის სტარტიდანვე აკლდა." - ვკითხულობთ სტატიაში.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ტრავმა 25 აგვისტოს "რასინგ 92"-ის წინააღმდეგ მიიღო.

alt3.5-თვიანი პაუზის შემდეგ გორგოძე მოედანს "მონპელიესთან" უბრუნდება



მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან გვაკლია და გვჭირდება გორგოძილა! იქნებ შეძლოს და მსოფლიოზე მაინც დაგვეხმაროს ჩვენმა გოლიათმა!
ბათუმი
11 დეკემბერი 2018 14:07
2
მამუკა გორგოძე ისეთი კლასის მორაგბეა,რომელიც მუდამ საჭირო იქნება და მუდამ გვეკლდება.ნეტავი გადაიფიქროს,მაგრამ არა მგონია.
სოსო
11 დეკემბერი 2018 18:00
0
ამ დონის მესამე ხაზელი მაგრად გვჭირდება ნაკრებში ჯერ ამის შემცვლელი ვერ მოიძებნა ნაკრებში იმედია მალე მოიძებნება ახალგაზრდებში
ლეო
11 დეკემბერი 2018 13:19
0
მამუკას შემცვლელი ჩემი აზრით თორნიკე ჯალაღონიაა 20 წლამდელებიდან..რატო არ იძახებენ არ მესმის, ჩვეულებრივი მონსტრია!
Chaachi
11 დეკემბერი 2018 16:28
0
და ეს კაცი წავიდა ნაკრებიდან მიზეზით ფიზიკურად ვერ ვუძლებ კლუბშიც და ნაკრებშიც დატვირთებსო (2-3 შეკრება წელიწადში), თან ძალიან უცნაურ დროს გააკეთა ეს განცხადება და არც არაფერი ეტყობოდა მანამდე რომ კარიერის დასრულებას აპირებდა ნაკრებში. ჩემთვის კვლავ ბუნდოვანია მიზეზი რის გამოც მამუკა ნაკრებიდან წავიდა, არადა სწორედ ახლა იყო ძალიან საჭირო მისი გამოცდილება, ძალა და კლასი როცა თაობათა ცვლის ეტაპია დაწყებული.
???
11 დეკემბერი 2018 21:45
1
ნაკრებიდან სწორად წავიდა, ერთი თამაში არ განსაზღვრავს მაღალ დონეზე მთელი სეზონის თამაშს და თან გუნდშიც და ნაკრებშიც.
ვერ გავქაჩავ , ვერ გაუძლებს ორგანიზმიო თქვა ამ კაცმა და მართალიც არის.
რაც წავიდა ნაკრებიდან, გუნდში ჯერ მკერდის კუნთი გაიგლიჯა, ოპერაცია გაიკეთა და თვეები იმკურნალა, დაბრუნდა კლუბში და მეორე თამაშზე ახლა ბიცეფსის კუნთი გაიგლიჯა, ისევ ოპერაცია გაუკეთეს და რამდენიმე თვე ისევ დაისვენა და ეს იყო პირველი თამაში. მართლა ვეღარ მიყვება ჯანმრთელობა 34 წლის ასაკში და ხო არ უნდა მოკვდეს მოედაზე?
ასე რომ სწორად მოიქცა რომ წავიდა.
gio
11 დეკემბერი 2018 22:51
1

სიახლეები პოპულარული