მეშვიდე ქართველი - თედო აბჟანდაძე კარიერას ფრანგულ "ბრივში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ქუთაისის "აიას" და საქართველოს ნაკრების მგეზავი თედო აბჟანდაძე კარიერას საფრანგეთის PROD2-ის "ბრივში" გააგრძელებს - ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იუწყება.

თედო სეზონის ბოლომდე ქუთაისში დარჩება და ახალ კლუბს 2019-2020 წლების სეზონიდან შეუერთდება. მას "ბრივში" 6 ქართველი - ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, სოსო ბეკოშვილი, ლუკა გოგინავა და კახა ასეიშვილი დახვდებიან.

19 წლის მოთამაშე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ლიდერია და მცირე ასაკის მიუხედავად, უფროსი "ბორჯღალოსნების" რიგებში 3 თამაშის ჩატარება უკვე მოასწრო. ბოლოს მან 9 თებერვალს რუმინეთთან მოგებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

altკახა ასეიშვილი: თამაში მშია,

მოედანზე გასვლა მომენატრა, განსაკუთრებით, ნაკრებთან ერთად

altგორგაძის ბრწყინვალე ლელო! - "ბორჯღალოსნებმა" წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ რუმინეთს მოუგეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია,მაგრამ ექნება იმდენი სათამაშო დრო,რამდენიც აქ ჰქონდა?კარგია რომ ვასკას გვერდით ითამაშებს,თუ ათამაშეს და ახალგაზრდულში არ გაუშვეს.თვითონ ვასკასაც ხომ ძალიან შეზღუდული დრო ეძლეოდა.ისე ქართველი უკანახაზელის საფრანგეთში გადასვლა,სახუმარო ამბავი არ არის და აშკარად მიანიშნებს ჩვენი უკანახაზელების ოსტატობის დონის ზრდაზე.
სოსო
10:22 13-02-2019
0
გილოცავ თედო. სანამ დრო გაქ ფრანგულის მიხედვა არ დაგავიწყდეს:)
0

სიახლეები პოპულარული