ქართველი მორაგბე საფრანგეთში ავტოავარიაში დაიღუპა

AutoSharing Option
ladepeche-ის ცნობით, ამ დილით, საფრანგეთის "გროლეს" 27 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა.

ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ ალბის გარეუბანში მოხდა, როდესაც ბურდიაშვილი "ლავორთან" მატჩზე საკუთარი ავტომობილით მიემგზავრებოდა. ბურდიაშვილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. პოლიციელების თქმით, ქართველი მორაგბე ადგილზევე დაიღუპა.

თანაგუნდელებმა ეს შემზარავი ამბავი სადილის წინ შეიტყვეს. "ლავორისა" და "გროლეს" მატჩი, რა თქმა უნდა, არ შედგა.

sportall.ge ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართველებს კიდევ ერთი კარგი ახალგაზრდა გამოგვაკლდა, ბ ე ქ ა ბ უ რ დ ი ა შ ვ ი ლ ი! ღმერთმა ნათელში გამყოფოს. ძაან საწყენია!
barsa mesi
27 იანვარი 2020 15:48
1
ნათელი და სანთელი შენ სულს!
barsa
27 იანვარი 2020 03:33
0
ზღმერთმა მოიხსენოს!
ლუკა
26 იანვარი 2020 22:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული