ქართველი მორაგბე საფრანგეთში ავტოავარიაში დაიღუპა

AutoSharing Option
ladepeche-ის ცნობით, ამ დილით, საფრანგეთის "გროლეს" 27 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა.

ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ ალბის გარეუბანში მოხდა, როდესაც ბურდიაშვილი "ლავორთან" მატჩზე საკუთარი ავტომობილით მიემგზავრებოდა. ბურდიაშვილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. პოლიციელების თქმით, ქართველი მორაგბე ადგილზევე დაიღუპა.

თანაგუნდელებმა ეს შემზარავი ამბავი სადილის წინ შეიტყვეს. "ლავორისა" და "გროლეს" მატჩი, რა თქმა უნდა, არ შედგა.

sportall.ge ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნათელი და სანთელი შენ სულს!
barsa
03:33 27-01-2020
0
ზღმერთმა მოიხსენოს!
ლუკა
22:45 26-01-2020
0

სიახლეები პოპულარული