ფედერალ 1-ის კლუბ "გროლეს" წარმომადგენლები გუნდის მოთამაშის, 27 წლის ბექა ბურდიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას გამოეხმაურნენ.
"ეს ამბავი მაშინ გავიგეთ, როცა თამაშისთვის გახურებას ვიწყებდით. ყველა განადგურებული იყო. ბექა გუნდს 2-თვიანი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. ის ტემპერამენტიანი მოთამაშე იყო. 2 სეზონი "ლა სენში" გაატარა და შემდეგ დაგვიბრუნდა. ის ძალიან ძლიერი გახლდათ, შრომისმოყვარე და მინდორზე სწორი მოქმედებებით გამოირჩეოდა", - თქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟან კრისტოფერ ბაკამ.
"ის რაგბითა და რაგბისთვის ცხოვრობდა. რაც მოხდა, ეს საშინელი ტრაგედიაა. ჩვენ მის პარტნიორზე ვფიქრობთ, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ
დაქორწინდა", - აღნიშნა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა გაი ლაპორტმა.