"ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა

AutoSharing Option
მოსკოვის ოლქის მონინოს "ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა, - იტყობინება rugger.info.

"ზურაბ ერისთავი "ბათუმიდან" გადმოვიდა (ადრე მოსკოვის "სპარტაკ-GM"-ში თამაშობდა) - 29 წლის, სიმაღლე 180 სმ, წონა 118 კგ. მიწვეული იყო ნაკრებში, ბოლოს "საქართველო XV"-ის შემადგენლობაში "ჰაგუარესთან" მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქართველებმა სტუმრად 3:66 წააგეს.

გიორგი აფციაური თბილისის "ლოკომოტივიდან" გადმოვიდა - 26 წლის, სიმაღლე 183 სმ, წონა 90 კგ. საქართველოს ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული. 2015 წლის მსოფლიოს თასის მონაწილეა", - წერს საიტი.

ამავე გუნდში ლაშა მალაღურაძე ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მარაზმს საზღვრები არ აქვს რაა , გეოგრაფიას არ სწავლობენ ? რუსეთის გარდა სხვა ქვეყანა თუ არსებობს არ იციან რაა .
მიხაელ
19:32 17-06-2020
13
ერისთავის თამაში არ მინახავს მაგრამ აფციაური რომ ყველაზე სუსტი იყო 2015 ის მსოფლიოზე ყველამ კარგად ვნახეთ.
David
21:20 17-06-2020
5

სიახლეები პოპულარული