ქართული რაგბის რეკორდსმენმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა და ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბე დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა და საზოგადოებას ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით ამცნო.

"გამარჯობა! დადგა დღე, რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე, როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ, ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის!

მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს, ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში.
მადლობა კლუბ ყოჩებს, მის
პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს!
განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.

მეამაყება, რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს, ვის გვერდშიც მითამაშია. მადლობა რაგბის, მადლობა საქართველოს იმისთვის, რომ მენდო, იმისთვის, რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა.

რაგბიმ ბევრად მეტი მომცა, ვიდრე მე დავუბრუნე!
მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები...
თქვენ გვერდში ვიქნები, ბიჭებო,  რითიც და როგორც შემეძლება...
წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბის!
რაგბი ჩვენი თამაშია!
მადლობა!" - დაწერა "კაჭიმ".

დავით კაჭარავას "ბორჯღალოსანთა" მაისურით 122 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ჩვენი ნაკრების რეკორდული მაჩვენებელია. დავითმა ამ შეხვედრებში 25 ლელო დადო და ნაკრებს 125 ქულა მოუტანა. ამასთანავე, "კაჭიმ" ჩვენი ქვეყნის სახელით 4 მსოფლიო თასზე ითამაშა. 

altდავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე კონტინენტის ფარის გამარჯვებულები გახდნენ

მკითხველის კომენტარები / 30 /
უფალმა დაგლოცოს დავით საყვარელ ადამიანებთან ერთად!!!...
წარმატებები და ბედნიერება გქონდეს პირად ცხოვრებაში!!!...
მადლობა ყველაფრისათვის!!!...
პავლე
09 სექტემბერი 2020 23:16
4
მადლობა კაჭი
ზაზა
09 სექტემბერი 2020 14:55
0
მადლობა კაჭი!
კვარა
09 სექტემბერი 2020 14:44
0
დაასრულებდა აბა რასიზამდა,პოლიტიკურ სიბინძურეში მიდის ოცნების სიაშია არჩევნებზე .ხაზი გადაუსვა თავის კარიერას .რას ისრუტავს ეს პოლიტიკა ამ ხალხს ბიძინას მასხარა უნდა გახდეს
ვახო
10 სექტემბერი 2020 20:45
4
მადლობა დავით დიდებული კარიერისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის, იმედია გამოჩნდებიან ღირსეული შემცვლელები და ისეთივე შემართებით და თავდადებით დაგვამახსოვრებენ თავს როგორც თავად.
David
09 სექტემბერი 2020 15:13
0
ძალიან მიყვარდა ეს ბიჭი, ალალი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თავდადებული გულიანი მოთამაშე, ყოველთვის ფორმაში იყო, მარა რა გააკეთა ეს, რა სისულელე ჩაიდინა, ვინ გადარია და გააგიჟა, რას ფიქრობს, რატომ მოუნდა მარიონეტად ყოფნა??
11 სექტემბერი 2020 11:02
3
შენც იგივეს გიპასუხებ...მიჰასთან უნდა იყოს და მაშინ იქნება ერის ერთგული?
angel
15 სექტემბერი 2020 11:35
2
მადლობა კაჭი!!!
რამდენი წლის არის?! ნაადრევად ხო არ ჩამოკიდა ბუცები, მაგარ ჯანზე იყო!!
09 სექტემბერი 2020 15:47
0
6 ერზე ოცნებობდნენ და როცა რეალობა გახდა რატომღაც მიდის
შოკირებული გულშემატკივარი
09 სექტემბერი 2020 21:04
3
პარლამენტარობის ცდუნება მიზეზი,18 ნომერია პარტიულ სიაში ოცნების,ანუ სარაგბო ოცნება ვერ აისრულა თუმცა სხვა ოცნებას აისრულებს,არაფერს ვერჩი,მისი არჩევანია მაგრამ,მე,რატომ მაცხოვრებენ ქვეყანაში იმ კანონებით,რომელსაც კობიაშვილი ყაველაშვილი,კაჭარავა,ვიქტორა სანიკიძე და სხვა ძმანნი მისნი სპორტული საქართველოდან იღებენ,აი ეს,ნამდვილად ვერ გავიგე.
ანდრია
10 სექტემბერი 2020 21:00
2
2 აგვისტოს სტატიაში დათო კაჭარავა ამბობს,რომ ფორმაში შესასვლელად,თამაშები გვჭირდება.ერთი თვე გავიდა და რაგბიდან მიდის?ვინმე დაიჯერებს რომ კაჭიმ უმიზეზოდ გააკეთა ეს განცხადება?ეს ხომ ღრმად იმედგაცრუებული ადამიანის გადაწყვეტილებაა.ეტყობა კიდევ უფრო ცუდადაა საქმე ქართულ რაგბიში,ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და საქართველოში დაბრუნებული დიდოსტატიც კი აიძულა,ხელები ჩამოეშვა.იმედი მაქვს კაჭი გადაწყვეტილებას შეიცვლის და ეს,მხოლოდ ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებაა.ფედერაციაში თუ კიდევ ვინმეა დარჩენილი,აუცილებლად უნდა მიხედონ დათოს და შეაცვლევინონ ეს ემოციური გადაწყვეტილება.გამორიცხულია,დათოს ამ გადაწყვეტილების მიღება აქამდე ნდომოდა და ვის გამოც მიიღო,კეთილი ინებოს და მანვე გამოასწოროს მდგომარეობა.ასეთი მორაგბის დაკარგვა,არც ადამიანური და არც სპორტული კუთხით არ შეიძლება.დააბრუნეთ დათო კაჭარავა!!!
სოსო
09 სექტემბერი 2020 18:18
1
ძალიან საწყენია ! მგონი ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილება იყო !
კახაბერი
09 სექტემბერი 2020 21:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული