ქართული რაგბის რეკორდსმენმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა და ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბე დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა და საზოგადოებას ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით ამცნო.

"გამარჯობა! დადგა დღე, რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე, როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ, ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის!

მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს, ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში.
მადლობა კლუბ ყოჩებს, მის
პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს!
განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.

მეამაყება, რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს, ვის გვერდშიც მითამაშია. მადლობა რაგბის, მადლობა საქართველოს იმისთვის, რომ მენდო, იმისთვის, რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა.

რაგბიმ ბევრად მეტი მომცა, ვიდრე მე დავუბრუნე!
მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები...
თქვენ გვერდში ვიქნები, ბიჭებო,  რითიც და როგორც შემეძლება...
წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბის!
რაგბი ჩვენი თამაშია!
მადლობა!" - დაწერა "კაჭიმ".

დავით კაჭარავას "ბორჯღალოსანთა" მაისურით 122 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ჩვენი ნაკრების რეკორდული მაჩვენებელია. დავითმა ამ შეხვედრებში 25 ლელო დადო და ნაკრებს 125 ქულა მოუტანა. ამასთანავე, "კაჭიმ" ჩვენი ქვეყნის სახელით 4 მსოფლიო თასზე ითამაშა. 

altდავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე კონტინენტის ფარის გამარჯვებულები გახდნენ

მკითხველის კომენტარები / 30 /
მადლობა კაჭი შენი გულიანი და თავდაუზოგავი თამაშისთვის ნაკრებში. ნამდვილად დაგვაკლდები.
წარმატებები ძმაო ცხოვრებაში
mirosan
09 სექტემბერი 2020 15:22
1
საწყენია ძალიან რომ დასრულდა შენი კარიაერა. დიდი მადლობა შენ კაჭი ყველაფრისათვის. მადლობა რომ ოფლი და სისხლი დაღვარე ჩვენთვის. შენი ქვეყნის სასახელო და საამაყო შვილი ხარ. წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ პირად ცხოვრებაში.
G.LA
09 სექტემბერი 2020 15:14
0
თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ნიჭითაც, შრომითაც და ჯიგრითაც.
ლევანი
09 სექტემბერი 2020 15:12
0
მადლობა შენ ნამდვილო ვაჟკაცო,კარგო ადამიანო და სამაგალითო სპორტსმენო!!! ყველაზე დიდი ტიტულის -ქართველი ხალხის სიყვარულის- დამსახურებული მფლობელი ხარ!!!
Jordan beli
09 სექტემბერი 2020 14:54
0
კაჭი,შენ თუ ყოველთვის ბიჭების გვერდით იდგები,მოიშორე ეგ სულელური გადაწყვეტილება და ითამაშე ეს საჩემპიონატო ციკლიც.უშენოდ ჩვენი უკანა ხაზი,ყოველთვის გაცილებით სუსტია და შენ ჯერ არაფერი გეტყობა სიბერის.შენი თამაშის ყურება წაგებულ მატჩებშიც კი,ერთი სიამოვნება იყო და ნუ წაგვართმევ ამ სიამოვნებას.ბორჯღალს კიდევ კაი ხანი დასჭირდება შენი თავი, მოედანზე.
სოსო
09 სექტემბერი 2020 16:36
2
ვააააა, მეწყინა ძალიან, რომ ამთავრებს კარიერას. ბევრი იშრომა ამ ბიჭმა საქართველოს ნაკრებისთვის და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. მადლობა ჩვენ გვაქვს სათქმელი. წარმატებები ცხოვებაში
giorgi
09 სექტემბერი 2020 15:14
0
ისე კაჭარავა რომ მიდის ვინ რჩება??? პირველი აზრი ეს მომივიდა,ყველაზე თავდადებული მოთამაშე რომლის ჩაგდებული თამაში მე არ მახსოვს,ვამაყობ ძმაო შენით
soso
09 სექტემბერი 2020 15:13
0
მადლობა კაჭი,წარმატებები!!!
გიორგი
09 სექტემბერი 2020 16:54
2
გუშინვე მივხვდი ასე უცებ და მოულოდნელად რის გამოც ანებებდა თავს რაგბს და სამწუხაროდ გამართლდა 18 ნომერია პარტიულ სიაში ოცნების.ასე დაკარგა ერთერთი საუკეთესო სპორცმენი ქართულმა რაგბმა,ხოლო პარლამენტი მისი სახით შეიძენს დეპუტატს,რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი იქნება აბსოლუტურად 0!!!
ანდრია
10 სექტემბერი 2020 20:51
2
დაგეცადა ნოებრამდე იქნებადა შევდივართ 6 თუ 8 ერში სადაც შენ ფასდაუდებელი იქნებოდი როგორც ყოველთვის
დამფასებელი
09 სექტემბერი 2020 16:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული