სანაკრებო მატჩების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა და ის ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული გამოდგა.

"მონპელიემ", რომელმაც სეზონი ცუდად დაიწყო და ზედიზედ სამი მატჩი დათმო, ერთი კი გადაიდო, "აჟენს" უმასპინძლა და ბონუსით, 42:13 დაამარცხა, რაშიც ქართველ ლეგიონერებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. საუკეთესო ფორმაშია ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც მოედანზე 72 წუთი გაატარა და ისეთი აქტიური იყო, ზედიზედ მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა გელა აფრასიძე. მატჩის მიწურულს მან 5-მეტრიანი შერკინებიდან თავად შეუტია, ცრუმოძრაობით პირველი მცველი მოატყუა, მეორეს ბოჭვის მიუხედავად კი, ბურთი ლელოში დაამიწა. ეს მისი მეორე ლელოა საფრანგეთის ტოპ 14-ში.

მიმდინარე სეზონში "ბორდოს" ძირითადში პირველად ითამაშა ბექა გორგაძემ. ის აქტიური იყო, შეტევაში ბურთი კარგად მიჰქონდა, რასაც მე-11 წუთზე მეტოქის სინბინი, მე-15-ზე კი სტუმართა პირველი ლელო მოჰყვა. ბექამ 67 წუთი ითამაშა. მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა ბურჯი ლაშა ტაბიძე. "ბორდო" 20 წუთის შემდეგ 13:0 იგებდა და ლიდერობა 70-ე წუთამდე შეინარჩუნა, მაგრამ საბოლოოდ "პოსთან" 24:29 დამარცხდა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა.

"ბრივმა" ლიდერ "ტულუზს" უმასპინძლა და 16:36 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ვასილ ლობჟანიძე, რომელიც 55-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთნენ ბადრი ალხაზაშვილი და ლუკა ჯაფარიძე.

"კლერმონთან" სტუმრად გამართულ მატჩში 27:41 დამარცხდა "სტად ფრანსე", თუმცა მათ მეტოქეს ბონუსი არ დაანებეს. პარიზელთა რიგებში 71-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ. მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა ვასილ კაკოვინი.

ტურის სხვა მატჩებში "ლა როშელმა" 62:3 სძლია "კასტრს", ხოლო "ლიონმა" 62:10 მოუგო "ბაიონს". "რასინგ 92"-ისა და "ტულონის" მატჩი გადაიდო. ორივე გუნდმა ევროთასების ფინალი ითამაშა.

rugby.ge

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
ისევ ევროზე გასასვლელად ვიწყებთ! - ყველაფერი პირველ მატჩზე
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
უკრაინელი ექსპერტები: საქართველომ ცოტა მოუკლო - ჩვენ ბოლო 25-30 წელიწადში ყველაზე სუსტი ნაკრები გვყავს
L'Équipe: კვარაცხელიასთან კონკურენციისთვის შეძენილი გოდტსი იმედებს ვერ ამართლებს
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"ცნობილმა ფეხბურთელმა ერთი ღამის სანაცვლოდ 100 000 ფრანკი შემომთავაზა, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო..." - ალიშა ლემანი
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!