ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში

AutoSharing Option
საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის მე-7 ტურში შვიდიდან ხუთი თამაში გაიმართა და ოთხ მათგანში, ჯამში, 10-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.

ხუთმა ქართველმა ითამაშა "ბრივის" შემადგენლობაში "კლერმონის" წინააღმდეგ და სამი მათგანი სასტარტოში იყო. ვასილ ლობჟანიძემ მოედანზე 64 წუთი გაატარა. ოთარ გიორგაძე შესვენებისას შეცვალეს, თუმცა 73-ე წუთზე მოედანზე მოუწია დაბრუნება. ლუკა ჯაფარიძე 32-ე წუთზე სოსო ბეკოშვილმა შეცვალა. 69-ე წუთზე ჯაფარიძე თამაშში დაბრუნდა და 76-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა ბადრი ალხაზაშვილი.

"კლერმონმა" მასპინძლებს სამის წილ ექვსი ლელო გაუტანა და ბონუსით, 43:21
დაამარცხა. მეორე ტაიმის დასაწყისში "ბრივის" პირველი ლელო ლობჟანიძის ფეხით თამაშს მოჰყვა.

"ბორდომ" "აჟენს" 10 ლელო გაუტანა და 71:5 გაანადგურა. ჟირონდელთა შორის 49-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა რიგებში თამაშში ჩართვა 25-ე წუთიდან მოუხდა გიორგი თეთრაშვილს. მან 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"რასინგ 92" "კასტრს" ეწვია, 26:28 დამარცხდა და ბონუს-ქულას დასჯერდა. პარიზელთა მარქაფაში ორი ქართველი ბურჯი იყო. გია ხარაიშვილს ტრავმირებული თანაგუნდელის შეცვლა მე-3 წუთზე მოუწია და თითქმის სრულად ითამაშა. გურამ გოგიჩაშვილი მოედანზე 48-ე წუთზე გამოჩნდა.

"სტად ფრანსემ" "ტულუზს" უმასპინძლა, 48:14 დაამარცხა და ბონუს-ქულაც ჩაიწერა. მასპინძელთა შორის 55-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფოტოს ქვემოთ მიანიშნეთ ხოლმე ვინ არის აღბეჭდილი.
....
02:24 03-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული