ინგლისელებმა ირლანდიელი ლეგენდის მოწოდება ისმინეს - კვესელაძე "გლოსტერში" ითამაშებს

AutoSharing Option
ე.წ. რვა ერის გათამაშება ჩვენთვის მთლად წარმატებულად არ დასრულებულა, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" მატჩიდან მატჩამდე თამაში გააუმჯობესა და ახლა კი ისიც გახდა ცნობილი, რომ გიორგი კვესელაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფის კლუბ "გლოსტერში" გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს ქართველ უკანახაზელებს (მათ შორის, ცენტრებსაც) ძალიან უჭირთ წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში მოხვედრა, თუმცა სასიხარულოა, რომ მარნეულის "არმაზის" ცენტრი ერთ-ერთ საუკეთესო სარაგბო ლიგაში ითამაშებს.

ირლანდიასთან გამართული მატჩის შემდეგ რაგბის ირლანდიელმა ლეგენდა ბარიან ოდრისკოლმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა:

"ევროპული კლუბი რომ ვიყო და ცენტრის პოზიციის გაძლიერების სურვილი მქონდეს, საქართველოს ნაკრების
მე-13 ნომერ კვესელაძეზე სერიოზულად დავფიქრდებოდი. ბრწყინვალე ლელოს გარდა, დაცვაში კარგად მოქმედებს, ძლიერი და შრომისმოყვარე მორაგბეა. ალბათ, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც იყო."

23 წლის გიორგი კვესელაძე "გლოსტერთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "გლოსტერი" პრემიერშიფის გასულ სეზონში მე-7 ადგილზე გავიდა, წელს კი 3 შეხვედრიდან 1 მოიგო და 2-ში დამარცხდა.

მომზადებულია gloucestershirelive-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან მიხარია.იმედი მაქვს,მალევე დაიმკვიდრებს თავს,ძირითადში.ძნელი იქნება,მაგრამ შრომა არ ეზარება.
სოსო
17 დეკემბერი 2020 19:10
0
Წარმატება.
Ლუკა
17 დეკემბერი 2020 14:54
0
საუკეთესო მაგალითი ყველასთვის! წარმატებები ქართველო.
16 დეკემბერი 2020 18:31
4
ღმერთმა დალოცოს ეს ვაჟკაცი. პრემიერშიპი უმაღლესი დონეა და კვესოც ამ დონეზე თამაშისთვის მზად არის
)))
16 დეკემბერი 2020 18:01
1
მშვენიერია. საღინაძე სად თამაშობს? ისიც იმსახურებს კარგ გუნდს.
ვვვ
16 დეკემბერი 2020 17:42
0
ორიაკში, საფრანგეთის მეორე დივიზიონში. სხვათაშორის ორიაკში ძალიან ბევრი ქართველია, ჩვენი კაპიტანიც მანდ თამაშობდა, მაგრამ ახლა უკლუბოდაა.
ტარიელი
16 დეკემბერი 2020 18:25
0
ძალიან კარგი ამბავია!
ნიკ
16 დეკემბერი 2020 17:37
0
ძალიან სასიხარულო ამბავია და გულით ვულოცავ ვაჟკაცს! ეჭვი არ მეპარება რომ დიდ რაგბის ითამაშებს!
დავითი
16 დეკემბერი 2020 15:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული