ფრანგული "ბრივის" ახალგაზრდა ბურჯმა ლუკა ჯაფარიძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა.

მე-18 ტურში მისი "ბრივი" საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, "ტულუზს" ეწვია. ლუკა შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა, 5 წუთში რაქიდან აიტაცა ბურთი და თანაგუნდელის დახმარებით ლელოს ხაზი გადაკვეთა. ამ მომენტში სტუმრები 17:14 დაწინაურდნენ, თუმცა დასკვნით 20 წუთში ოთხი ლელო გაუშვეს და 17:42 დამარცხდნენ.

"ბაიონმა" "ლიონი" მიიღო და 20:28 დამარცხდა. მასპინძელთა მარქაფაში იყო კოტე მიქაუტაძე და მას თამაშში ჩართვა 25-ე წუთიდან მოუწია.

"ბორდომ" "პო" მიიღო და 29:23 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში ლექსო ყაულაშვილი შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა.

პრო დე2

პრო დე2-ის 22-ე ტურში "მონ-დე-მარსანი" ლიდერ "ვანს" ეწვია და 20:33 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 50 წუთი ითამაშა ბურჯმა ლაშა მაჭარაშვილმა.

ოთხმა ჩვენებურმა ითამაშა ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელშიც "პერპინიანი" "ოიონას" ეწვია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 35:28. გამარჯვებულთა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი და ის 64-ე წუთზე ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა. მასპინძელთა რიგებში პირველ ტაიმში 8 წუთი ითამაშა და სრულფასოვან შეცვლაზე მატჩის მიწურულს შევიდა ბექა კაკაბაძე, ხოლო ირაკლი მირცხულავა თამაშში 44-ე წუთიდან ჩაერთო.

სტუმრად "რომანს" 44:22 სძლია და ბონუს-ქულაც აიღო "ბიარიცმა", რომლის შემადგენლობაში შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა ვახტანგ ახობაძე. მასპინძელთა ძირითადში იყო და მოედანზე 61 წუთი გაატარა მირიან ბურდულმა. მას თამაშში დაბრუნება 78-ე წუთზე მოუწია.

მატჩის მიწურულს გატანილი ლელოთი ასევე სტუმრად იმარჯვა "ანგულემმა", რომელიც "პროვანსს" ეწვია – 21:19. სტუმრები ჯერაც ბოლო ადგილზე რჩებიან, თუმცა ამ გამარჯვებით ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი დაიტოვეს. ამ გამარჯვებაში წვლილი სამ ქართველ ლეგიონერს მიუძღვის. ბურჯი ლუკა გოგინავა სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს, თუმცა 63-ე წუთზე მოედანზე კვლავ დაბრუნდა. ძირითადში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს მეორე ბურჯი ზაურ თევდორაშვილი, ხოლო შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა.

სტუმრად "კარკასონთან" ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით დამარცხდა და ბონუსს დასჯერდა "ორიაკი" – 14:15. სტუმართა რიგებში პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა ლუკა ნიორაძემ. ჯემალ შათირიშვილი შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა და 75-ეზე მოედანი დატოვა.

"რუანმა" "ნევერი" მიიღო და 65-ე წუთისთვის 28:0 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში ორი ლელო გაუშვა და ბონუსი დაკარგა – 28:12. გამარჯვებულთა რიგებში 55-ე წუთიდან ითამაშა კახა ასიეშვილმა.

ტურის დასკვნით მატჩში "გრენობლმა" "კოლომიეს" ერთის წილ ოთხი ლელო გაუტანა და ბონუსით, 32:16 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა ნიკა ნეფარიძემ. სწორედ ამ დროს შევიდა შეცვლაზე ილია კაიკაციშვილი.

rugby.ge

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო
იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს - ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია
"ყველაზე მეტად მე ვიტანჯები" - ამორიმი წაგებული მანჩესტერული დერბის შემდეგ
"რეალი" ესპანეთში მსაჯობის მდგომარეობასთან დაკავშირებით FIFA-ში საჩივარს შეიტანს
დათხოვნიდან 1 კვირაში შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგაში დასაქმდეს - ესპირიტო სანტუს ახალი ვარიანტი აქვს
სალაჰი უკვე მეოთხეა - ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში
ბერნარდო სილვა სერია A-ში? - ფეხბურთელი იტალიურ გრანდს შესაძლოა, უფასოდ შეუერთდეს
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
[PHOTO] ყველაფერი სახეზე ეტყობა - პსჟ-ის პრეზიდენტის რეაქცია კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების ტრავმის შემდეგ
"დაველოდოთ სამედიცინო პერსონალის ტესტის პასუხებს" - ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი კვარაცხელიას ტრავმაზე
"შტურმი" კიტეიშვილი გარეშე სახლში დამარცხდა
როგორია კვარაცხელიას მდგომარეობა და რა ხდება პსჟ-ს ლაზარეთში?
[VIDEO] დონარუმას ფანტასტიკური მოგერიებები და ჰოლანის დუბლი - "მანჩესტერული დერბი" "სიტის" გამარჯვებით დასრულდა
წიტაიშვილი აბუაშვილმა შეცვალა - "მეცმა" ფრედ ითამაშა
[VIDEO] ნადირობა ხვიჩაზე - პსჟ-ს კიდევ ორი ფეხბურთელი დაშავდა, თუმცა მაინც გაიმარჯვა
[PHOTOS] ტრავმირებული კვარაცხელია 30-ე წუთზე შეცვალეს
გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "უდინეზემ" გაიმარჯვა