მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

AutoSharing Option
ქართული და მსოფლიო რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძე საქართველოს პირველი ლიგის გუნდს, სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

"ყაზბეგი" პირველი ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე სატურნირო ცხრილს 29 ქულით ლიდერობს და სამით უსწრებს უახლოეს მდევარ თბილისის "არმიას", რომელსაც 21 მარტს, 14 საათზე, "ხვამლი არენაზე" მასპინძლობს. გამარჯვების შემთხვევაში, სტეფანწმინდელები დიდ 10-ში აღზევებისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ.

Sportall.Ge

"ყაზბეგის "რიგებში "ლელო-სარასენსისა" და "ბორჯღალოსნების" ყოფილი მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილი და ირაკლი ყიასაშვილი თამაშობენ, რომელთა თხოვნით, უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ვარჯიშზე საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბე მივიდა,
რომელიც სავარჯიშო პროცესში სრულად ჩაერთო:

Sportall.Ge

"ჩემი მეგობრები – მერაბ კვირიკაშვილი და ირაკლი ყიასაშვილი დამიკავშირდნენ და მთხოვეს, "ყაზბეგს" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ კონკრეტული დეტალების დამუშავებაში დავხმარებოდი. არ ვიცი, ეს ერთდღიანი, ერთჯერადი მუშაობა რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ ამ ბიჭების საქმისადმი მიდგომით, მონდომებით და პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული დავრჩი. ისინი მოტივირებულები არიან და რაც მთავარია, მარტივად ითვისებენ ყველაფერს, ხასიათს კი მოხევეებს ვერავინ დაუწუნებს. ვნახე ხაზის ვარჯიშიც და ბურთი არ დავარდნიათ! მთლიანობაში, ვარჯიში ჰგავდა არა საქართველოს პირველი ლიგის, არამედ უმაღლესი დონის გუნდის ვარჯიშს და ვფიქრობ, ისინი დიდ 10-ში თამაშს იმსახურებენ"– განაცხადა მამუკა გორგოძემ.

წყარო: rugby.ge


მკითხველის კომენტარები / 4 /
დარწმუნებული ვარ, ბევრი შეთავაზება ექნებოდა წამოდი პარლამენტში დაჯექიო. ყოჩაღ, რომ არ დათანხმდა!
კობი
15:01 19-03-2021
3
კენჭი იყარე მამუკა და გაწმინდე რაგბის კავშირი უღირსი და უაზროდ ამბიციური კაცებისგან
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული