საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მესამე ტურში, მოედანზე 16 ქართველი მორაგბე გავიდა.

ტურის პირველ შეხვედრაში "გრენობლმა" შინ "აჟენს" 17:13 სძლია. მასპინძელთა რიგებში ზედიზედ მესამე თამაში ჩაატარა ბრიტანეთიდან საფრანგეთში სამი წლის შემდეგ დაბრუნებულმა ზურაბ ჟვანიამ. ის შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. "აჟენის" შემადგენლობაში ასევე შესვენების შემდეგ ითამაშა კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ, რომელიც საფრანგეთში 7 წლის შემდეგ დაბრუნდა. "აჟენმა" მიმდინარე სეზონში მცირე მარცხისთვის მეორე ბონუს-ქულა მიიღო.

"ბეზიე" "პროვანსს" მეორე ტაიმის დებიუტში 18 ქულით უგებდა (21:3), მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით 24:25 დამარცხდა. პრო დე2-ში დებიუტი ჰქონდა გიორგი ახალაძეს, რომელიც "ბეზიეში""მასიდან" გადავიდა და განვლილ შეხვედრაში შეცვლაზე მე-60-ე წუთზე შევიდა.

"კოლომიე" "ორიაკს" დაუხვდა და ბონუსით, 27:0 დაამარცხა. მასპინძელთა შორის 57-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ბექა შეყლაშვილი, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. ოთხი ქართველი იყო "ორიაკის" განაცხადში. ფულბეკის პოზიციაზე სრულად გაისარჯა გიორგი გოგოლაძე. მან მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს კვაჭი ლუკა ნიორაძე. თამაშში 22-ე წუთიდან მოუწია ჩართვა გიორგი ქართველიშვილს, ხოლო გიორგი ჯავახია შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, თუმცა 62-ეზე თავად შეცვალეს.

მიუხედავად იმისა, რომ წითელი ბარათით ორი მორაგბე დაკარგა (29-ე და 61-ე წუთებზე), "მონტობანმა" "ნარბონს" სტუმრად 11:9 სძლია. გამარჯვებულთა შორის, თანაგუნდელის წითელი ბარათით გაძევების გამო, შეცვლაზე 30-ე წუთზე შევიდა მირიან ბურდული.

ფრედ 20:20 დასრულდა "ბურგ-ან-ბრესისა" და "რუანის" შეხვედრა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 35 წუთი ითამაშა ვაჟა კაპანაძემ. "რუანის" სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს კახა ასიეშვილი.

"კარკასონმა" "მონ-დე-მარსანს" ერთის წილ სამი ლელო გაუტანა, მაგრამ ბევრჯერ დაჯარიმდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და შინ 22:26 დამარცხდა. სტუმართა შორის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. მასპინძელთა შორის შეცვლაზე ითამაშეს იოანე იაშაღაშვილმა (52-ე წუთი) და ნუგზარ სომხიშვილმა (57), რომელიც მიმდინარე სეზონში მოედანზე პირველად გამოჩნდა.

"ოიონამ" ჯარიმა უკანასკნელ წუთზე გაუშვა და სტუმრად "ნევერთან" 18:21 დამარცხდა. ბექა კაკაბაძე მარქაფაში იყო და შეცვლაზე 75-ე წუთზე შევიდა.

"ბაიონმა" "ვანთან" მოპოვებული 20-ქულიანი უპირატესობა (26:6 65-ე წუთზე) შეინარჩუნა და სტუმრად 26:18 მოიგო. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა კოტე მიქაუტაძემ.

პრო დე2-ის ახალი სეზონის სტარტზე სამ-სამი მოგება აქვთ "მონ-დე-მარსანს", "კოლომიეს", "ბაიონს" და "მონტობანს".

rugby.ge

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა