გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 23 წლის მორაგბე გელა აფრასიძე ფრანგული "მონპელიეს" ძირითადი 9 ნომერი მინიმუმ, 1 თვის მანძილზე იქნება.

ეს გელას კონკურენტების "დამსახურებაა". ბენუა პაუგმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, კობუს რაინახი კი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში იქნება რაგბი ჩემპიონშიფის დასრულდებამდე, ტურნირი კი 2 ოქტომბერს დასრულდება. შემდეგ კი კარანტინი მოუწევს...

გავრცელებული ინფორმაციით, "მონპელიეს" ახალი "სქრამ-ჰალფის" ძიება არ დაუწყია, შესაბამისად, მინიმუმ მომდევნო 1 თვის მანძილზე გელა "მონპელიეს" ძირითადის მოთამაშე იქნება.

აფრასიძემ უკვე ჩაატარა 2 სრული შეხვედრა ტოპ 14-ში. "ბრივის" წინააღმდეგ ლელოც
დადო. გუშინ, 18 სექტემბერსაც ლიდერ "ტულუზასთან" ძირითადში იყო. "მონპელიე" 2 ქულის სხვაობით დამარცხდა - 15:17...
მკითხველის კომენტარები / 2 /
გელამ ტრავმა მიიღო ტულუზთან, 1 თვე გაუცდება მინიმუმ. ასე რომ სუპერ შანსი გაქრა
ბურჟუა
19 სექტემბერი 2021 17:13
1
ჟურნალისტებისაც ვეღარ გავიგე, აკი ტრავმა მიიღო მაგ თამაშში და ერთი თვე ვერ ითამაშებსო?
რა სუპერშანსზეა ლაპარაკი?
ოპტიმუს
19 სექტემბერი 2021 13:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული