საქართველოს ნაკრების 23 წლის მორაგბე გელა აფრასიძე ფრანგული "მონპელიეს" ძირითადი 9 ნომერი მინიმუმ, 1 თვის მანძილზე იქნება.
ეს გელას კონკურენტების "დამსახურებაა". ბენუა პაუგმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, კობუს რაინახი კი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში იქნება რაგბი ჩემპიონშიფის დასრულდებამდე, ტურნირი კი 2 ოქტომბერს დასრულდება. შემდეგ კი კარანტინი მოუწევს...
გავრცელებული ინფორმაციით, "მონპელიეს" ახალი "სქრამ-ჰალფის" ძიება არ დაუწყია, შესაბამისად, მინიმუმ მომდევნო 1 თვის მანძილზე გელა "მონპელიეს" ძირითადის მოთამაშე იქნება.
აფრასიძემ უკვე ჩაატარა 2 სრული შეხვედრა ტოპ 14-ში. "ბრივის" წინააღმდეგ ლელოც
დადო. გუშინ, 18 სექტემბერსაც ლიდერ "ტულუზასთან" ძირითადში იყო. "მონპელიე" 2 ქულის სხვაობით დამარცხდა - 15:17...
რა სუპერშანსზეა ლაპარაკი?