საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში გასულ კვირაში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა და მასში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად მიიღეს მონაწილეობა.

ტოპ 14

ტოპ 14-ის მეექვსე ტურში "ლიონი" "ბიარიცს" ეწვია და ბონუსით, 40:5 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა საღინაძე. ის 66-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა დასკვნით წუთებში კვლავ მოედანზე დააბრუნეს. მასპინძელთა ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი და 51-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში გიორგი ნუცუბიძე ჩაერთო. მან 76-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ.

"ბორდო" "მონპელიესთან" მეორე ტაიმის დასაწყისში 21 ქულით დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 27:23 მოიგო. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა ლექსო ყაულაშვილი. სტუმართა მარქაფაში იყო და მოედანზე 52-ე წუთზე გამოჩნდა მიხეილ ნარიაშვილი.

"რასინგ 92"-მა პირველი ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ "პერპინიანს" 17:14 მოუგო. პარიზელთა ძირითადში იყო და 47 წუთი ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა, გია ხარაიშვილი კი შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა.

"კასტრი" მიიღო და 29:10 დაამარცხა "ლა როშელმა", რომლის შემადგენლობაში 61-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ.

"ტულონი" "ბრივს" 58-ე წუთამდე 13 ქულით ამარცხებდა, მაგრამ მერე სამი ჯარიმა გაუშვა და მეტოქეს ნუგეშ-ქულა გაატანა – 13:9. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა ბექა გიგაშვილმა. სტუმართა ძირითადში იყვნენ ოთარ გიორგაძე (52-ე წუთზე შეცვალეს) და ლუკა ჯაფარიძე (შესვენებისას შეცვალეს), ხოლო ვანო კარკაძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

ტურის დასკვნით მატჩში "სტად ფრანსემ" პარიზში "კლერმონი" 22:14 დაამარცხა. მასპინძლებმა თამაში ქართველი ბურჯებით დაიწყეს – ვასილ კაკოვინმა 57, ხოლო გიორგი მელიქიძემ 64 წუთი ითამაშა.

პრო დე2

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის მეექვსე ტურის პირველ მატჩში "გრენობლმა" "რუანს" სტუმრად 21:16 სძლია. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლბაში იყო ლუკა გოგინავა. ის 53-ე წუთზე შეცვალეს და ამ დროს მოედანზე ილია კაიკაციშვილი გამოჩნდა. მასპინძელთა შორის პირველიდან 45-ე წუთამდე ითამაშა კახა ასიეშვილმა.

"მონ-დე-მარსანი" "ოიონას" ეწვია და 19:36 დამარცხდა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა ლაშა მაჭარაშვილი და 62-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო. "მონ-დე-მარსანისთვის" ეს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხია, თუმცა 23 ქულით კვლავ პირველ ადგილზე რჩება.

ექვსი ტურის შემდეგ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი "ბაიონია". გასულ ტურში მან "ბეზიე" მიიღო და მეხუთე გამარჯვება (ერთი ფრე) მოიპოვა – 20:16. მასპინძელთა გამარჯვებაში 40-წუთიანი წვლილი მიუძღვის კოტე მიქაუტაძეს. ის ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს. სტუმართა ძირითადში იყო გიორგი ახალაძე და 66-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ჟორჟ სალდაძე გამოჩნდა.

"ორიაკმა" "ბურგ-ან-ბრესს" 26:12 მოუგო. მასპინძელთა ძირითადში ოთხი ჩვენებური იყო. კვაჭი ლუკა ნიორაძე შესვენებისას შეცვალეს, მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე - 45-ეზე, ფულბეკი გიორგი გოგოლაძე - 51-ეზე, ხოლო ბურჯი გიორგი ქართველიშვილი - 58-ეზე. გოგოლაძე თამაშში მე-60 წუთზე დაბრუნდა, გიორგი ჯავახიამ კი შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა. სტუმართა ძირითადში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს ვაჟა კაპანაძე.

"ნევერს" 25:19 მოუგო და ლიდერთა შორისაა მირიან ბურდულის "მონტობანი". ქართველი ბურჯი მარქაფაში იყო და თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

rugby.ge

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
სანამ ბავშვთან მამა მივიდოდა, პირველადი დახმარება ხელაიფიმ აღმოუჩინა - პსჟ-ს პრეზიდენტის ეს ქმედება სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"