"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს

AutoSharing Option
Midi Olympique-ის ინფორმაციით, ფრანგული "ლიონი" შეეგუა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ კლუბს რაგბის ქართველი ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი დატოვებს. 

"ლიონს" გუნდში 24 ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებსაც კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდებათ და მათთან ხელშეკრულების გაგრძელებას ცდილობს, თუმცა მათი ნაწილი გუნდს მაინც დაემშვიდობება. ამ მორაგბეთა რიგში 22 წლის ნინიაშვილიც იქნება, რომლის დამატების სურვილიც "ტულონსა" და "ტულუზს" აქვთ. 

"ჩვენი აზრით, დავითს ძალიან კარგი შეთავაზება გავუკეთეთ. ამაზე მეტის გადახდას არ ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, არცერთი მოთამაშე არ დგას კლუბზე მაღლა. ნინიაშვილმა იცის, თუ რა ხელფასის
მიღება შეუძლია ჩვენგან და არ გვაინტერესებს, რას სთავაზობენ სხვები. თუ "ლიონში" უნდა დარჩეს, ეს ფულზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზით უნდა გააკეთოს", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა იან რუბერმა.

დავით ნინიაშვილი "ლიონს" 2021 წელს შეუერთდა. ქართველმა გარემარბმა Top 14-ის ახალდაწყებულ სეზონში უკვე მოასწრო ერთი მატჩის გამართვა და "მონპელიესთან" 26:22 გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.


მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი გუნდია ლიონი და თუ დარჩება არც ეგ იქნება ურიგო, მაგრამ თუ უკეთესი შემოთავაზება აქვს უნდა წავიდეს, რადგან პროფესიონალი სპორტსმენი ასე უნდა მოიქცეს.

მამუკას აქვს ბიოგრაფიულ წიგნში აღნიშნული, რომ ერთხელ ქართულ-ჯიგრულ ამბავში დავთანხმდი დამატებით თამაშზე, მაშინ როცა დასვენება მეკუთნოდა კლუბიდან და მძიმე ტრავმა მივიღეო და როგორც პროფესიონალი ისე რომ მოვქცეულიყავი, მაშინ გადავრჩებოდიო.

ამიტომ, ნინიაშვილმაც პროფესიონალურად უნდა შეხედოს საქმეს და არ აქვეს ფრანგულ ეშმაკობას, ქართულ ემოციებზე თამაშის კუთხით, რადგან კარგად იციან ფრანგებმაც ეს სისუსტე და ასე აგდებენ ნამუსზე თითქოს.
რამაზ მართალი
16:43 10-09-2024
1
როგორ უჭირთ კლუბებს ქართველი სპორტსმენებისთვის ღირსეული ხელფასის გადახდა
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული