ფავორიტმა ტონგას უპრობლემოდ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბის მსოფლიო თასის პირველი ტურის შეხვედრაში C ჯგუფისა და მთლიანად, მსოფლიო თასის ფავორიტმა ინგლისის ნაკრებმა ფიჯის ძალიან ადვილად მოუგო (35-3) და პრემიალური ქულის წყალობით გალიდერდა კიდეც.

ინგლისელებმა მეტოქეს პირველ და მეორე ტაიმში 2-2 ლელო დაუდეს. პირველ ნახევარში დუბლის ავტორი წარმოშობით სამოელი მანუ ტუილაგი გახდა, ხოლო 2 ჯარიმა და 1 გარდასახვა ოუენ ფარელის ანგარიშზე იყო, ტონგელების მხრიდან, კი 1 ჯარიმა ტაკულუამ გაიტანა.  მეორე ტაიმში, ჯორჯისა და ქოუენ-დიქის ლელოებს ფარელმა 1 ჯარიმა და 2 გარდასახვა დაუმატა და 77-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიშიც
დაფიქსირდა: 35:3.


იაპონია, საპორო. მსოფლიო თასი

ინგლისი - ტონგა 35:3

ლელოები
ინგლისი: ტუილაგი (2), ჯორჯი, ქოუენ დიქი

ჯარიმები
ინგლისი: ფარელი (2)
ტონგა: ტაკულუა

გარდასახვები
ინგლისი: ფარელი (3)


მკითხველის კომენტარები / 2 /
ფიჯი თუ ტონგა? დააკვირდით რას წერთ
ჯუმბერი
23:22 22-09-2019
0
ტონგას მოუგო თუ ფიჯის ბოლოსდაბოლოს?. რეები გიწერიათ ტექსტს შეხედეთ
გიორგი
22:23 22-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული