ურუგვაელმა "პრანწიებმა" საქართველოსთან მატჩის წინ 2 ცვლილება განახორციელა

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ესტებან მენესესმა საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ ფიჯისთან დაყენებულ შემადგენლობასთან შედარებით 2 ცვლილება განახორციელა. 3 ნომერზე დიეგო არბელოს ნაცვლად ხუან პედრო რომბისი იქნება, ხოლო 8 ნომერზე მანუელ დიანას ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში თამაშს ფიჯისთან ლელოს დამდები ალეხანდრო ნიეტო დაიწყებს.

15. გასტონ მიერესი 14. ნიკოლას ფრეიტასი 13. ხუან მანუელ კატი 12. ანდრეს ვილასეკა 11. როდრიგო სილვა 10. ფელიპე ბერჩესი 9. სანტიაგო არატა 8. ალეხანდრო ნიეტო 7. სანტიაგო კივეტა 6. ხუან მანუელ გამინარა (კაპ) 5. მანუელ ლეინდეკარი 4. იგნასიო
დოტი 3. ხუან პედრო რომბისი 2. გერმან კესლერი 1. მატეო სანგინეტი

სათადარიგოები: 16. ფაკუნდო გატასი 17. ხუან ეჩევერია 18. დიეგო არბელო 19. დიეგო მანიო 20. ხუან დიეგო ორმაეჩეა 21. მანუელ არდაო 22. ავგუსტინ ორმაეჩეა 23. ლეანდრო ლეივასი

"პრანწიები" (ურუგვაის მორაგბეთა ნაკრების მეტსახელი - Los Teros (Tero - გადამფრენი ფრინველი, ქართულად ჰქვია პრანწია) "ბორჯღალოსნებს" ზეგ, 29 სექტემბერს, თბილისის დროით 09:15 საათზე დაუპირისპირდება.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული