9 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის შეხვედრა შოტლანდიასა და რუსეთს შორის ბრიტანელების დიდი სხვაობით გამარჯვებითა და რუსეთის ნაკრების მშრალი ანგარიშით მარცხით, 61:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთისთვის მსოფლიო თასზე ზედიზედ მეორე მარცხი იყო ისე, რომ ქულის მოპოვება ვერ შეძლო, ხოლო შოტლანდიამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში არ გაუშვა ქულა.

პირველ ნახევარში "სკოტებმა" რუსებს 3 ლელო დაუდეს და 3-ვე ზუსტად გარდასახა ჰასტინგსმა. შესაბამისად, პირველი ნახევარი შოტლანდიამ 21:0 მოიგო. მეორე ტაიმში შოტლანდიის გუნდმა 6-ჯერ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში და პრემიალური ქულაც მოიპოვა, რამაც შეუნარჩუნა მსოფლიო თასის პლეი-ოფში გასვლის შანსები.

ჯგუფში 3 შეხვედრიდან 3-ვე გამარჯვება იაპონიამ მოიპოვა, შოტლანდიასა და ირლანდიას 1-1 მარცხი აქვთ. არსებობს რამდენიმე ვარიანტი. პირველი, თუ ბოლო ტურში შოტლანდია იაპონიას მოუგებს ისე, რომ მასპინძლები ვერცერთ პრემიალურ ქულას ვერ აიღებენ და ამავდროულად, ირლანდია სამოას მოუგებს ნებისმიერი ანგარიშით, შემდეგ ეტაპზე შოტლანდია და ირლანდია გავლენ.

თუ იაპონია მოიპოვებს 1 ბონუს-ქულას შოტლანდიასთან მატჩში და ირლანდია ბონუს-ქულით მოიგებს, შემდეგ ეტაპზე მაინც ორივე ბრიტანული ნაკრები გავა.

მესამე ვარიანტში, თუ იაპონია 2 ბონუს-ქულის მოპოვებას მოახერხებს შოტლანდიასთან და ირლანდია პრემიალური ქულით დაამარცხებს სამოას, პლეი-ოფში ირლანდია და იაპონია გავლენ.

შესაძლოა, ირლანდიამ ვერ მოუგოს სამოას ან ბონუს-ქულა ვერ მოიპოვოს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. იაპონიის გამარჯვების შემთხვევაში, ან თუ შოტლანდიასთან შეხვედრა ფრედ დასრულდება, ბუნებრივია, შემდეგ ეტაპზე იაპონია და ირლანდია (იმ პირობით, რომ ირლანდია სამოას დაამარცხებს) გავლენ.

მსოფლიო თასი, A ჯგუფი

შოტლანდია-რუსეთი 61:0

ლელოები

შოტლანდია: ჰასტინგსი (2), ჰორნი (3), ტერნერი, სეიმური, ბერდეი, მაკკინალი

გარდასახვები

შოტლანდია: ჰასტინგსი (8)

ლევანი
ჩვენ უბედურებს ამ დონის გუნდებთან გვიწევს ძირითადად თამაში და რა პროგრესზეა საუბარი.
gio
შე კაი კაცო რა რუსეთს ედრები, ტონგას შეედარე რომელსაც 4 წლის წინ მოუგე, ან გაიხსენე ირლანდიასთან მატჩი 8 წლის წინ.)))
ანდრი
ეს თამაშიც და შედეგიც ეძღვნებოდა ჩვენს გულანთებულ ქომაგებს რუსეთი რომ ლამის გააღმერთეს, აქაოდა ჩვენებზე ,უდად ვინ ითამაშაო.
დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
ჩეფერინმა განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე რუსეთი უეფასგან მოკვეთილი იქნება
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
მოიკვეთოს რუსეთი ფიფადან და უეფადან - უკრაინელების მოთხოვნა
უეფა რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებს
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა
რუსეთის ნაკრებთან თამაშის სურვილი სეიშელის კუნძულებმა და კიდევ 4 გუნდმა გამოთქვა
რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან
ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]