რაგბი

მსოფლიოს თასი

მსოფლიო თასი. A ჯგუფი: შოტლანდიამ რუსეთი მშრალზე დატოვა და 9 ლელო დაუდო

AutoSharing Option
9 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის შეხვედრა შოტლანდიასა და რუსეთს შორის ბრიტანელების დიდი სხვაობით გამარჯვებითა და რუსეთის ნაკრების მშრალი ანგარიშით მარცხით, 61:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთისთვის მსოფლიო თასზე ზედიზედ მეორე მარცხი იყო ისე, რომ ქულის მოპოვება ვერ შეძლო, ხოლო შოტლანდიამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში არ გაუშვა ქულა.

პირველ ნახევარში "სკოტებმა" რუსებს 3 ლელო დაუდეს და 3-ვე ზუსტად გარდასახა ჰასტინგსმა. შესაბამისად, პირველი ნახევარი შოტლანდიამ 21:0 მოიგო. მეორე ტაიმში შოტლანდიის გუნდმა 6-ჯერ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში და პრემიალური ქულაც მოიპოვა,
რამაც შეუნარჩუნა მსოფლიო თასის პლეი-ოფში გასვლის შანსები.

ჯგუფში 3 შეხვედრიდან 3-ვე გამარჯვება იაპონიამ მოიპოვა, შოტლანდიასა და ირლანდიას 1-1 მარცხი აქვთ. არსებობს რამდენიმე ვარიანტი. პირველი, თუ ბოლო ტურში შოტლანდია იაპონიას მოუგებს ისე, რომ მასპინძლები ვერცერთ პრემიალურ ქულას ვერ აიღებენ და ამავდროულად, ირლანდია სამოას მოუგებს ნებისმიერი ანგარიშით, შემდეგ ეტაპზე შოტლანდია და ირლანდია გავლენ.

თუ იაპონია მოიპოვებს 1 ბონუს-ქულას შოტლანდიასთან მატჩში და ირლანდია ბონუს-ქულით მოიგებს, შემდეგ ეტაპზე მაინც ორივე ბრიტანული ნაკრები გავა.

მესამე ვარიანტში, თუ იაპონია 2 ბონუს-ქულის მოპოვებას მოახერხებს შოტლანდიასთან და ირლანდია პრემიალური ქულით დაამარცხებს სამოას, პლეი-ოფში ირლანდია და იაპონია გავლენ.

შესაძლოა, ირლანდიამ ვერ მოუგოს სამოას ან ბონუს-ქულა ვერ მოიპოვოს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. იაპონიის გამარჯვების შემთხვევაში, ან თუ შოტლანდიასთან შეხვედრა ფრედ დასრულდება, ბუნებრივია, შემდეგ ეტაპზე იაპონია და ირლანდია (იმ პირობით, რომ ირლანდია სამოას დაამარცხებს) გავლენ.

მსოფლიო თასი, A ჯგუფი
შოტლანდია-რუსეთი 61:0

ლელოები
შოტლანდია: ჰასტინგსი (2), ჰორნი (3), ტერნერი, სეიმური, ბერდეი, მაკკინალი

გარდასახვები
შოტლანდია: ჰასტინგსი (8)
ასევე დაგაინტერესებთ