იაპონიამ 6 ერის მეორე გუნდიც დაამარცხა და მსოფლიო თასის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად გავიდა

AutoSharing Option
იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მასპინძელმა გუნდმა 6 ერის მეორე გუნდი - შოტლანდიაც დაამარცხა 28:21 და  A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. იაპონელებმა 4-ვე შეხვედრა მოიგეს და ესეც ისტორიული შედეგია, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო თასის პლეი-ოფში გასვლაზე, რომელიც იაპონური რაგბის ისტორიაში პირველად მოხდა.

იაპონელები, რამდენიმე მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, შეხვედრაში დომინირებდნენ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. შეხვედრაში პირველი ლელო ბრიტანელებმა მე-7 წუთზე დადეს, თავი ფინ რასელმა გამოიჩინა, ხოლო გარდასახვა ლეიდლოუმ შეასრულა ზუსტად. თუმცა, ამის შემდეგ იაპონელებმა პირველ ტაიმ ბრიტანელთა ჩათვლის მოედანში
ბურთი 3-ჯერ დაამიწეს. ამის გაკეთება მაცუშიმამ, ინაგაკიმ და ფუკუოკამ მოახერხეს. 3-ვერ გარდასახვა ზუსტად ტამურამ დაარტყა და მასპინძლებმა პირველი ნახევარი 21:7 მოიგეს.

მეორე ტაიმიც იაპონელების ლელოთი დაიწყო. 43-ე წუთზე დუბლი ფუკუოკამ შეასრულა, გარდასახვისას კი ტამურა არ შემცდარა. ამის შემდეგ, 6 წუთიან მონაკვთში სკოტებმა ორჯერ დაალელოვეს მეტოქე- 50-ე წუთზე ნილმა , ხოლო 56- ფაგერსონმა. ლეიდლოუ ორივე შემთხვევაში ზუტი იყო. ამ დროს, თითქოს გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ შოტლანდიას თამაშში დაბრუნება შეეძლო, თუმცა მატჩის დარჩენილ წუთებში ქულების მოპოვება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და შეხვედრაც დასრულდა - 28:21.

იაპონიამ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას, სამოას, რუსეთსა და შოტლანდიას მოუგო, 1/4 ფინალში კი სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება, რომელიც წინა მსოფლიო თასზე სენსაციურად დაამარცხა. შოტლანდიის ნაკრებთან დაკავშირებით კი, ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა ბრიტანელებმა მსოფლიო თასის 1/4-ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. პირველად ეს 2011 წელს იყო, როცა არგენტინასთან წააგეს.


მსოფლიო თასი, A ჯგუფი


იაპონია - შოტლანდია  28:21


ლელოები

იაპონია: ფუკუოკა, მაცუშიმა, ინაგაკი

შოტლანდია: რასელი, ნილი, ფაგერსონი

გარდასახვები

იაპონია: ტამურა (4)

შოტლანდია: ლეიდლოუ (4)
მკითხველის კომენტარები / 20 /
იაპონია აღარ არის მეორე ეშელონის გუნდი, ასე რომ ტიერ 1-ის გუნდებმა მიიჩოჩონ!:) ეს არის სწორი მუშაობის შედეგი! მაგარი ფედერაცია, მაგარი მწვრთნელი და ზოგადად მაგარი ხალხია!:)
პაატა
13 ოქტომბერი 2019 18:00
6
მაგ ჩამონათვალში მთავარი დაგავიწყდა ჯიგარ...
ფული ბაბააა, დიიიიდი ფული, რომელიც ჩაიდო იაპონიაში რაგბის განვითარებაში!!!
მიროსან
13 ოქტომბერი 2019 23:04
3
იაპონიის ნაკრებში რამდენი იაპონელია და რამდენი ნატურალიზებული?
zura
13 ოქტომბერი 2019 21:40
2
40 წელია რაგბს ვუყურებ და რაც იაპონელებმა წელს ითამაშეს მსგავსი არაფერი მინახავს.ფეხს თითქმის არ ურტყავდნენ და სულ წნეხის ქვეშ ყავდათ მოწინააღმდეგე.თუ ფიზიკურად გაუძლეს გამორიცხული არ არის ფინალშიც გავიდნენ
საოცრება
14 ოქტომბერი 2019 01:56
0
ეჰ იაპონია ისე მიდის მალე მიიღებენ 4 ერში ჩვენ ვიკითხოთ ღამურასავით რომ ვართ და არც ჩიტებში გვიღებენ და არც თაგვებში
912
13 ოქტომბერი 2019 19:19
0
ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიოს გუნდმა დასახულ მიზანს.მიუხედავად ნატურალიზებული მოთამაშეების სიმრავლისა, ხახამშრალი დატოვა 6 ერის 2 მონაწილე. მალე შეიძლება 4 ერსაც შეუერთდეს და მათთან ტესტ-მატჩს სახვეწარი გაგვიხდეს, თუ რამენაირად დროზე არ ვიზრუნეთ გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე
: )))))))
13 ოქტომბერი 2019 17:46
1
ნატურალიზებული მორაგბეების მოწვევა , არ არის გამოსავალი ! არ ჰყავს არგენტინას ნატურალიზებული მთამაშეები , მაგრამ რა დონეს მიაღწიეს უკვე , კარგად სჩანს ! მთავარის სწორი არცევანის გაკეთება , მწვრთნელების არჩევისას და შემდეგ თავდადებული შრომა !
კახაბერი
13 ოქტომბერი 2019 18:08
5
გეთანხმები კახაბერ! მეც შორს ვარ მაგ აზრისაგან, მაგრამ თუ სასწრაფოდ არ ვიზრუნეთ მოთამაშეების კლასის ასამაღლებლად, წელს რაც ვნახეთ, ესეც მოგვენატრება. იქნება მუდმივად აიღე და დაეჯახე და გაიხედე-გამოიხედე
: )))))))
13 ოქტომბერი 2019 18:54
0
ამასობაში ჩვენი რაგბისტები თავისუფალ სტილში ჭიდაობენ
aleko
13 ოქტომბერი 2019 21:06
6
აბა იაპონელები სად ნახეთ 2 კაცი ჰა??? კაით რა მასე ჩვენც დავიმატოთ 13 კაცი ფიჯიდან ზელანდიიდან ტონგადან სამოადან სამხრეთ აფრიკიდან და ჩვენც ვიზავთ რამეს, მირცევნია საქართველოს უბალეშიკო და ქართველებს და ესე ნელ ნელა დავიხვეწოთ ვიდრე საქართველოს ნაკრები გერქვას და 13 კაცი სხვა ქვეყნიდან იყვნენ რა. ტუმცა ულოცავ იაპონელებს)) მაგრები არიან დძძაან
valka
14 ოქტომბერი 2019 12:13
4
ყველა ისეთ რაგბს თამაშობს, როგორი ტრადიციაც აქვთ. ჩვენთან ლელო მიწოლასთან, დაჯახებასთან, გადათელვასთან და ომთან არი ასოცირებული. ქართველები ფეხბურთშიც კი ვერ დარბოდნენ სწრაფად და რაგბში როგორ გაიქცევიან. არასწორი მიმართულებაა აღებული და შედეგიც ცუდი მივიღეთ. ავსტრალიასთან შერკინება რომ დომინანტური ყოფილიყო, შეიძლება მოგვეგო კიდეც. ფეხით ბურთის დარტყმა და მოცილება რა სისულელე იყო, ან ცუნდრუკი ვითომ სწრაფად. ადრე უელსსაც და შოტლანდიასაც კინაღამ რო მოვუგეთ, ორივეჯერ ძალისმიერი ბრძოლით და შერკინებების მოგებით მივაღწიეთ რასაც მივაღწიეთ. არ გამოვა ჩვენგან მოკუნტრუშე მორბენალი ხალხი. ვერც ფეხით დარტყმულს მივუსწრებთ და ვერც პასებს ავაჩქარებთ. ბურთი გულდანდობილად და ზუსტად უნდა მივაწოდოთ და დაჯახებებით გავიდეთ. ესაა ქართული რაგბი და დანარჩენში ვერავის ვერ ვაჯობებთ. მორჩა
დგ
13 ოქტომბერი 2019 17:47
33
ვიძმაკაცოთ იაპონელებთან, ყოჩაღი ხალხია. ჭაობში სიცო,ხლე შემოიტანეს. შოტლანდიის გავარდნას მერჩივნა ირლანდია ჩარჩენილიყო, მაგრამ ეგეც შკოტების ბრალია, იაპონიამ თუ ისწავლა ირლანდიის დამარცხება შკოტებს ვინ დაუშალა იგივე? ალბათექვსი ერის ტრადიციამ
ანდრი
13 ოქტომბერი 2019 17:45
1
Ai visa aqvs realuri progress chven ki ara
შაკო
13 ოქტომბერი 2019 19:29
1
აი ნაკრები. რა ზარ-ზეიმით დააბრუნეს გორგოძე?! ვავა, ვავა, შერცხვით. რაგბი იაპონელების თამაშია!
ozeki
13 ოქტომბერი 2019 21:09
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული