მსოფლიო თასი: პირველი ფინალისტი ცნობილია და ეს ახალი ზელანდია არაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ინგლისის ნაკრები ახალ ზელნადიას შეხვდა და 19:7 დაამარცხა.

ინგლისელები უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდნენ და მანუ ტუილაგიმ ლელო დადო, ოუენ ფარელმა გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა. პირველ ტაიმში ჯორჯ ფორდმა ერთი ჯარიმა გაიტანა და პირველი ნახევარი ინგლისმა 10:0 მოიგო.

მეორე ტაიმში ფორდმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიატანა. შემდეგ არდი სავეამ ინგლისელების შეცდომის ისარგებლა და ლელო დადო, რასაც რიჩი მოუნგამ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და ახალმა ზელანდიამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 7:13.

63-ე წუთისთვის
ინგლისელებმა კარგად შეუტიეს და საბოლოოდ ჯარიმა მოიპოვეს, რომელიც ფორდმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 16:7 გახადა. 69-ე წუთზე კი ფორმდა კიდევ ერთხელ გაიტანა ჯარიმა და სხვაობა უფრო დიდი გახდა - 19:7.

საბოლოოდ ინგლისმა გაიმარჯვა და იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველი ფინალისტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისი მსოფლიო თასის ფინალში 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდა. 27 ოქტომბერს მეორე ნახევარფინალურ მატჩში სამხრეთ აფრიკა უელს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ყოჩაღ ინგლისს!!
ჰაკის შესრულების დროსვე ეტყობოდა ინგლისს რო სხვა გუნდებივით არ მოეკვეთებოდათ მუხლები...
ასეთი აგრესიული ინგლისი და ამ სისწრაფეზე მოთამაშე მემგონი არავის გვახსოვს... რაქებში ხო წალეკეს მთლად...
ნუ ფანტასტიკა იყო ..
ინგლისმა თუ ასე კონცენტრაციით ითამაშა ფინალიც რომელიც არ უნდა შეხვდეს გააპობს შუაზე
სპორტ ფაზა
26 ოქტომბერი 2019 16:02
4
ეს ინგლისი-ახალი ზელანდია იყო თუ ინგლისი - რუმინეთი? რა ჭირდა გუნდს? ინგლისმა ითამაშა რაც მას შეეფერებოდა, მაგრამ ზელანდიამ . . . შეტევა არ გაუკეთებია ფაქტიურად, ფაზები არ გადაუბია სამამდეც კი და რაქები წააგო პირწმინდად. პლუს ასეთი უდისციპლინო შავები და ბურთს ასე არ უფრთხილდებოდნენ პირველად ვნახე. დაავიწყდათ რაგბის თამაში ერთ კვირაში???
???
26 ოქტომბერი 2019 14:28
2
რა გასაკვირია?! რაც მილტონ ჰეიგმა ეგ ინგლისელები ავარჯიშა ჩვენი ბიჭების მეშვეობით... :–)
N
26 ოქტომბერი 2019 17:13
2
თუ ვინმეს ეჭვი შეაქვს , დღევანდელი თამაშის სამართლიანობაში , ჩემი რჩევა იქნება გადაახვიოს და დაკვირვებით უყუროს ინგლისის თამაშს . ეს იყო ზე იდეალური დისწიპლინით , სამხედრო წესრიგით ჩატარებული მატჩი , ხასიათით , დაცვით , შეტევით , ტაქტიკით . მწვრთნელმაც და გუნდმაც ზუსტად იცოდა რა უნდა გაეკეთებინათ , ხოლო ის რაც ინგლისმა რაქში ზელანდიას დამართა , ეს საერთოდ ფანტასტიკის სფეროა . უდიდესი თავგანწირვით ითამაშეს მთელი თამაში . ზელანდია დაისაჯა იმის გამო , რომ არ ჩათვალა თავის სწორად ინგლისი . იმედია , ოდესმე ჩვენც ვითამაშებთ ასეთი დონის გუნდებთან ტოლსწორად . წარმატებები ყველა ბორჯღალოსანს .
ATP 16?
27 ოქტომბერი 2019 01:08
3
ATP 16? :) მე კი გირჩევთ კარგად დაუკვირდეთ თუ რა ხდება დღევანდელ სპორტში და საღი აზროვნებით გააკეთოთ კომენტარი.
+
27 ოქტომბერი 2019 03:04
5
მსოფლიო რაგბზე ვსაუბრობ,რომ ფულის შოვნაზეა გადასული და მიზნის მისაღწევათ არავის და არაფერს არ ერიდება.ამას მარტო მე კია არა ბევრნი საუბრობს,ჩვენი ქვეყნის საზოგადოების გარდა. მათ შორის თქვენც ხართ,რაც არა არის გასაკვირი ისე მსჯელობთ.რომ რაგბის ცოდნიდან ძალიან შორს ხართ!
+
27 ოქტომბერი 2019 11:16
0
ყველა გამოხმაურება
გაყიდეს არა ტოლმა, ზოგიერთ "მპოსტავს" რატომ მიგაჩნიათ, რომ თუ არ გამართლდა რასაც ფიქრობდით მაშინ გაყიდულია უეჭველი?:)) ჯერ ერთი ამ სპორტში ზოგადად არ მოსულა მასეთები და ამ დონეზე ხომ საერთოდ. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება შეუძლია ზოგადად რაგბის ისტორიას უფრო ღრმად ჩაუჯდეს და ბევრ განსხვავებას დაინახავს სხვა სპორტებისაგან. და მეორეც, ინგლისი უკვე ჩამოწერილი იყო?:) მაგათზე მაგარი თამაშები ამ მსოფლიოზე არავის უთამაშია. ფიზიკური კონდიციებით ისედაც აღემატებოდნენ ზელანდილებს და როგორც ჩანს აღდგენებიც უკეთ მოახერხეს. მარქაფაშიც უფრო მეტი სიღრმეები გააჩნდათ და მაქსიმალური კონცენტრაციის ხარჯზე დადეს ეს შედეგი. ზელანდიელებს კი ძალიან დააკლდათ რიჩი მაკკოუ და როგორც ყველა კუნძულელ ნაკრებს, მათაც გააჩნიათ რიგ მომენტებში უდისციპლინობა. ამ ეტაპამდე ეს იმდენად თვალშისაცემი არ იყო, რადგან ყველა მოწინააღმდეგეზე მთელი თავით მაღლა იდგნენ. ზოგადად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად არ იყვნენ მომზადებული საჩემპიონოდ. ესაა რეალობა, დაუმარცხებელი არავინაა...
ანესთეზეოლოგი
26 ოქტომბერი 2019 23:29
2
ს.აფრიკა მსოფლიო ჩემპიონია
niko
26 ოქტომბერი 2019 14:55
16
რაღაცა მოხდა ზელანდიის ბანაკში, გუნდმა არ ითამაშა ან დარწმუნებული იყვნენ გამარჯვებაში და ეს ერთი კვირა არ უვარჯიშიათ საერთოდ და დროსტარებას გადაყვნენ, მაგრამ ამ დონეზე მათი თამაში მაინც წარმოუდგენელი იყო.იტალიის/შოტლანდიის დონეზე ითამაშეს, რაღაცაშია საქმე და გაირკვევა აუცილებლად
დათი
26 ოქტომბერი 2019 15:12
14
+

ასეთი იდიოტური შეფასებები და თან რაგბში საიდან?? ეს ფეხბურთი არ არის..ძალიან მაგარი მწვრთნელი ყავს და ტაქნიკურად ყველა კომპონენტში აჯობა ინგლისმა, რაქი, შერკინება ინგლისმა მოიგო და აუტზე კიდე მხოლოდ 1 შეცდომა დაუშვა.. თუ ვინმეს სჯერა რო რაგბში ასე ჩაწყობა და თამაშის მიცემა შეიძლება მაშნ რავიცი აბა, სჯობს რაგბს არ უყუროთ...
პ.ს. ეს თამაში იყო ზე რაგბი და ამაზე ნაკლები თამაშები არ უნდა იყოს რაგბში, მადლობა ორივე გუნდს და ინგლისს წარმატებები ფინალში..
ავთო
27 ოქტომბერი 2019 00:19
4
გაგეცინება კაცს აბა რა იქნება-აქ ზოგიერთის მიერ დაუკვირვებელად გაკეთებული უვიცი და იდიოტური კომენტარების წაკითხვის შემდეგ.
+
27 ოქტომბერი 2019 00:57
4
დიდი კუში კი მოტყდა და.
zurabi
26 ოქტომბერი 2019 18:01
5
ამ ზელანდიას ხო ჩვენც მოვუგებდით :)))
irakli81
26 ოქტომბერი 2019 16:08
9

სიახლეები პოპულარული