რაგბის მსოფლიო თასის მეორე ფინალისტი გამოვლინდა

AutoSharing Option
დღეს, 27 ოქტომბერს გაიმართა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის მეორე ნახევარფინალი სამხრეთ აფრიკასა და უელსს შორის, რომელიც აფრიკელთა გამარჯვებით დასრულდა - 19:16.

პირველ ტაიმში გუნდებმა ქულების მოპოვება მხოლოდ ჯარიმების საშუალებით მოახერხეს. აფრიკელთაგან სამი ჯარიმა პოლარდმა გაიტანა, ხოლო ულესელთა მხრიდან ზუსტად ორჯერ ბიგარმა დაარტყა. პირველი ტაიმი სამხრეთ აფრიკამ 9:6 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში დან ბიგარმა ისევ ჯარიმიდან გაათანაბრა. ამას გუნდების მხრიდან 1-1 გარდასახული ლელო მოჰყვა. 76-ე წუთზე კი პოლარდმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასის ფინალში გაიყვანა -
19:16.

ფინალში სამხრეთ აფრიკა ინგლისის ნაკრებს შეხვდება. ხოლო ბრინჯაოს მედლებისათვის ერთმანეთს ახალი ზელანდია და უელსი დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო თასი, ნახევარფინალი

უელსი - სამხრეთ აფრიკა 16:19

ლელოები

უელსი: ადამსი
სამხრეთ აფრიკა: ალიენდე

გარდასახვები

უელსი: ჰალპენი
სამხრეთ აფრიკა: პოლარდი

ჯარიმები

უელსი: ბიგარი (3)
სამხრეთ აფრიკა: პოლარდი (4)
მკითხველის კომენტარები / 8 /
წერა-კითხვას როდის ისწავლით ქართულად? - უელსელები კი არა ვალიელები!
ილია
28 ოქტომბერი 2019 00:30
13
ის რომ ბევრ შეცდომას უშვებენ ქართლ მართლწერაში სხვა საკითხია, მაგრამ ამჯერად ტყუილად ედავები. ორივეა სწორი უელსელებიც და ვალიელებიც.
ილია-ს
28 ოქტომბერი 2019 02:56
0
ბრიყვულად წააგეს უელსელებმა. ტრავმებმაც იქონია ნაწილობრივ გავლენა მაგრამ არა გადამწყვეტი. ვინც აქტიურად ადევნებს თვალს მიხვდებოდა რომ ამ ჩემპიონატზე ტაქტიკური და ფიზიკური მომზადების გარდა ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა სტრატეგისაც. გუნდებმა, ვისაც რამის პრეტენზია ჰქონდა ზუსტად იცოდნენ რა დროს უნდა დაეწყოთ წნეხი და მიეღოთ თუნდაც 1 ჯარიმა, რომლითაც თითქმის ყველამ გარდატეხის შეტანა შეძლო შეხვედრაში. უკვე მეოთხედფილანებიდან მოყოლებული ყველა ასეთ სტრატეგიას მისდევდა.
ანესთეზეოლოგი
27 ოქტომბერი 2019 22:28
0
უელსმა საკუთარ თავს დააბრალოს - 7 წუთით ადრე შეტევაში დაჯარიმდა, მერე მოლში და დამთავრდა თამაში. ობიექტურად სამხრეთ აფრიკა უფრო ძლიერი ჩანდა თითქოს, მაგრამ უელსიც ცოდვაა კვლავ ასე მინიმალურად წაგებისთვის.
???
27 ოქტომბერი 2019 15:13
0
საფრანგეთი პიჟონობას გადაყვა.
ანდრი
27 ოქტომბერი 2019 16:28
2
ასე - საფრანგეთიც ცოდო იყოს უესთან, რომ წააგო, თამაშით აჯობა, მაგრამ....
იდალგო
27 ოქტომბერი 2019 15:46
0
სად დაინახა ბოლოს იმ ფრანგმა წინ თამაში? ან ჰაერში ბოჭვა მარტო უელსს რატომ აუკრძალა? ფრანგი ფრანგია :( არ მეგონა ასე თუ გაუძლებდა უელსი, თითქოს ჯობდა კიდეც აფრიკას.
ანდრი
27 ოქტომბერი 2019 15:09
9
შენ განაწყენებული რატომ ხარ ფრანგებზე?
diego
27 ოქტომბერი 2019 19:47
0

სიახლეები პოპულარული