დევიდ მაკქიუ - საქართველოს მსოფლიოზე ნიკაზე უკეთესი ელჩი არ ეყოლება

AutoSharing Option
„საქართველოს 2023 წლის მსოფლიო თასზე ნიკაზე უკეთესი ელჩი არ ეყოლება“ – ასე აფასებს 28 წლის ნიკა ამაშუკელის მსოფლიო თასზე მიწვევას მისი პირადი მასწავლებელი, წარსულში ცნობილი მსაჯი, ირლანდიელი დევიდ მაკქიუ, რომელსაც ქართული სამსაჯო სექტორის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ამაშუკელი არა მხოლოდ პირველი ქართველი რეფერი, არამედ ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის პირველი წარმომადგენელია, რომელიც მსოფლიო თასს მოემსახურება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საუკეთესო მსაჯი მსოფლიო თასზე მივლენილ კოლეგებს შორის ასაკით ყველაზე უმცროსია.

„ნიკას მოხვედრა 2023 წლის მსოფლიო თასზე არა მხოლოდ მისი პერსონალური, უდიდესი მიღწევაა,
არამედ მთლიანად ქართული რაგბის დაფასება და წარმატებაა. საქართველოს რაგბის კავშირმა სამსაჯო რეფორმებში უდიდესი ინვესტიცია განახორციელა და ეს წარმატება ამის შედეგია“.

„ნიკა ამაშუკელთან 2018 წლიდან ვმუშაობ და ძალიან კარგად ვიცი თუ რამხელა შრომა და „მსხვერპლი“ გაიღო მან აქ მოსახვედრად. ამ აღიარებას წინ უძღოდა, მოედანსა და მის მიღმა უდიდესი შრომა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ. მთავარია ბევრი იშრომო, იყო მზად და ყველაფერს მიაღწევს“ – აღნიშნავს მაკქიუ.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლაც ჩინებული პროფესიონალი,საამაყო ახალგაზრდა!
კოტე
07:57 12-05-2023
0
ღმერთმა გაახაროს! პელე კაცია..ოღონდ ჩვენ გვირჩევნია, რომ ის არ აღმოცნდეს ყველაზე კაშკაშა ქართველი მსოფლიოზე, არამედ ნინიაშვილი, მაგალითად. ნიკამ კი ფინალი იმსაჯოს
ზურა
15:29 12-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული