ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება

AutoSharing Option
ცნობილია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩის არბიტრები და მათი ასისტენტები. აღნიშნულ სიაში ქართველ მსაჯს, ნიკა ამაშუკელს შეხვდებით. 

შეგახსენებთ, ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ინგლისი და არგენტინა 27 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან. სწორედ ამ შეხვედრაში კიდიდან იმსაჯებს ამაშუკელი.

შეგახსენებთ, ნიკა პირველი ქართველი არბიტრია, რომელმაც მსოფლიო თასზე იმსაჯა:

მთავარი არბიტრი - ირლანდია - რუმინეთი, ინგლისი - იაპონია, ავსტრალია - პორტუგალია

ასისტენტი - შოტლანდია-სამხრეთი აფრიკა, არგენტინა-სამოა, შოტლანდია-ტონგა, ინგლისი-სამოა

რაც შეეხება ფინალს, 28 ოქტომბერს "სტად ფე ფრანსზე" ერთმანეთს სამხრეთი აფრიკა და ახალი ზელანდია შეხვდებიან.



მკითხველის კომენტარები / 5 /
მეტი არ დაიმსახურა ? შეცდომა საერთოდ არ დაუშვია რაც იმსაჯა და დამაჯერებლად მიყავდა თამაშები და მე იმედი მქონდა რომ ან მესამე ადგილის მთავარი მსაჯი იქნებოდა ან ფინალის კიდის ! ვინ დურაქები ნიშნავენ მსაჯებს @@
zura222
24 ოქტომბერი 2023 19:09
2
აღსანიშნავია, რომ პირველი დამხმარე მსაჯია. იმ შემთხვევაში თუ მტავარი მსაჯი დაშავდა (ერტხელ უკვე მოხდა ამ ჩემპიონატზე) ნიკა გატაიწევს ცენტრში.
123_123
24 ოქტომბერი 2023 17:33
1
Kargi msadjia
Dachi
24 ოქტომბერი 2023 16:19
0
იმედი მქონდა,მთავარ მსაჯობას ანდობდნენ,მაგრამ ეტყობა მისმა ასაკმა,მაინც ბოლომდე ნდობის საშუალება არ მისცა,ორგანიზატორებს.რა თქმა უნდა,ესეც წარმატებაა და ვულოცავ ნიკას.მჯერა,ამ მატჩსაც წარმატებით იმსაჯებს.უკვე რამდენიმე წელია,მისი წარმატებები,ბორჯღალოსნების წარმატებებს მიუძღვის წინ.დიდი იმედი მაქვს,მომავალ მსოფლიოს თასზე,ჩვენი ნაკრებიც ითამაშებს,პლეი ოფში და ეს,შეუსრულებელი ამოცანა,არც მათთვისაა.ვთვლი,რომ ჩვენი ნაკრები,ამ ჩემპიონატისათვისაც მზად იყო,პლეი ოფში გასასვლელად,მაგრამ რამდენიმე გარემოებამ შეგვიშალა ხელი.არავის ვეთანხმები იმაში,რატომ ვერ დავამარცხეთო,პორტუგალია.ამ ჩემპიონატზე,პორტუგალია,სრულიად სხვა გუნდი იყო,გაცილებით უფრო ძლიერი,ვიდრე მანამდე რომ ვხვდებოდით,ის.ეს მოულოდნელი,არა მხოლოდ ჩვენთვის აღმოჩნდა,არამედ ჯგუფის სხვა გუნდებისთვისაც.რა თქმა უნდა, ჯგუფში ბოლო ადგილზე გასვლა,ჩვენთვის სრულიად მიუღებელია,მაგრამ პორტუგალიელთა გაძლიერება,ჩვენთვისაც მომგებიანად მიმაჩნია.ჩვენ უკვე წყვილად შეგვიძლია ექვსი ერის კარებზე მიწოლა და ჩვენი დაპირისპირებებიც,უკვე სხვანაირ მოტივაციას შეგვძენს.აქამდე გამაღიზიანებელი თითქმის აღარ გვყავდა,ახლა კი,სულ სხვა მდგომარეობა იქნება და ჩვენც,ისევე როგორც პორტუგალიელებს,უფრო მეტი სტიმული გაუჩნდებათ,ერთმანეთთან დაპირისპირებებისას.
სოსო
24 ოქტომბერი 2023 13:21
0
მეტწილად გეთანხმები რაც ნიკას და პორტუგალიას ეხება, თუმცა იმაში ვერ დაგეთანხმები რომ ჩვენი ნაკრები ამ მსოფლიოს საფრანგეთში - მომზადებული - შეხვდა. პირიქით! რა მომზადებაზეა საუბარი, როცა გუნდი მარტო ერთ ტაიმს თამაშობს?!.. ფიზ მომზადება და დაცვა იყო კატასტროფა! ამას ემატება ტექნიკური შეცდომები (უამრავი გაფუშებული აუტი) და ძალიან სუსტი თავდასხმა. ასე რომ, წინ ბევრი სამუშაო აქვს როგორც ახალ მწვრთნელს, ასევე თითოეულ რაგბისტს საკუთარ თავზე (ნაკლები ქეიფი და გართობა)
ბესო
24 ოქტომბერი 2023 17:17
3

სიახლეები პოპულარული