6 ერის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, 2018 წლის მაისიდან 20-წლამდელთა ექვსი ერის გარდა, რომელიც ტრადიციულად თებერვალ-მარტში ტარდება, ყოველწლიურად (მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ) გაიმართება ახალი ტურნირი, რომელშიც ექვსი ერის გუნდებთან ერთად საქართველოსა და რუმინეთის 20-წლამდელთა ნაკრებები ითამაშებენ:
"20-წლამდელთა ჩემპიონატის წარმატებული კამპანიის დასასრულს მივიღეთ ახალი გამოწვევა!
საქართველოს რაგბის კავშირმა ექვსი ერისგან ამ ახალ ტურნირზე უკვე მიიღო მიწვევის დამადასტურებელი ოფიციალური წერილი, რომლის ორიგინალს და თარგმანს აქვე გთავაზობთ:
"6 ერის საორგანიზაციო კომიტეტი
22 ივნისი, 2017 წ.
საქართველოს რაგბის კავშირის
პრეზიდენტს
ბ-ნ გ. სვანიძეს
ბატონო გოჩა,
წინამდებარე წერილით, პატივი მაქვს მოვიწვიო საქართველო და რუმინეთი 6 ერის ეგიდით ორგანიზებული ახალ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.
ეს ტურნირი განკუთვნილი იქნება 19-წლამდელი ან 20-წლამდელი მორაგბეებისთვის, მასში მონაწილეობას მიიღებს 6 ერის ყველა ქვეყანა, რაც რაგბი ევროპის წარმომადგენელი გუნდების სისტემატურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ტურნირი გაიმართება ყოველწლიურად მაისის თვეში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ; მასში საქართველოს და რუმინეთის მონაწილეობა დაიგეგმება, რომ ხელი შეეწყოს ორივე ამ ქვეყნის განვითარებას ისე, რომ ზიანი არ მიადგეს მათ არსებულ სატურნირო ვალდებულებებს.
ჩვენ მოვუწოდებთ რაგბი ევროპას, მონაწილეობა მიიღოს ტურნირის დაგეგმვასთან დაკავშირებულ შეხვედრებში. ტურნირის კოორდინირებას და ჩატარებას ითავებს 6 ერის დუბლინის საორგანიზაციო კომიტეტი.
ჩემის აზრით, საკითხის განხილვისა და დეტალების მსჯელობის დაწყების მიზნით, ეფექტური იქნებოდა საქართველოს და რუმინეთის რაგბის კავშირების წარმომადგენლებისა და რაგბი ევროპის მესვეურების შეხვედრა 6 ერის აღმასრულებელ დირქტორთან ჯონ ფიანთან.
პატივისცემით, პეტ უილანი
6 ერის საბჭოს თავმჯდომარე"
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ეს ყველაფერი არ იქნებოდა ამჟამინდელ და უკვე ვეტერან ბორჯღალოსნებს რომ ის შეუძლებელი არ ეკეთებინათ რამაც ქართული რაგბი აქამდე ამგვარი სიკეთით მოიყვანა
ერთის მხრივ საოცარი რამ მოხდა, მაგრამ მეორე მხრივ ორაზროვანი წინადადებაა - გაურკვეველია 1. რომელი ნაკრებები - 19 თუ 20 წლამდელები და 2. მსოფლიო თასის წინ ტურნირია თუ 6 ერის პირველობა? (რა შემადგენლობებს გამოიყვანენ გუნდები იმას რომელსაც მსოფლიოზე უნდა ითამაშონ თუ ...
ჩვენთვის პრინციპში ნებისმიერი ვარიანტი მისაღებია იმიტომ რომ მეტი არჩევანი საერთოდ არ გვაქვს.
ზოგადად მაისურაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით მინდა კომენტარი გავაკეთო:
1. მისი სიტყვებია - "მეტის მიღწევას მეტი ჭირდება და ამ ეტაპზე სხვა მიზანს ვერ დავისახავთ." - აქ ჩემი კითხვაა მეტის მისაღწევად უკეთესი, უფრო გამოცდილი და უკომპლექსო მწვრთნელიც ხომ არაა საჭირო პატივცემულო?
2. მისი სიტყვებია - "365 დღიდან, 200-ზე მეტი დღე შეკრებებზე გავატარეთ" - აქ ჩემი კითხვაა კი მაგრამ ამ 200 დღის განმავლობაში რას აკეთებდით თუ ამბობთ რომ "ჩვენ ფორმის პიკში მეოთხე-მეხუთე მატჩისას ვართ"?
3. მისი სიტყვებია - "კრიტიკული ანალიზი, გადაწყვეტილებების მიღება, სირთულეების ოპერირება - ჩვენ ამ ყველაფერს ვეჩვევით და ძალიან მაგრად ვიზრდებით". აქ ჩემი კითხვაა კი მაგრამ რამდენი თაობა უნდა გამიყენოთ საცდელ ობიექტად რომ თქვენს თავში დარწმუნებული გამოცდილი მწვრთნელი გახდეთ?
საერთოდ მიმაჩნია რომ რაგბის ფედერაცია არასწორად მოქმედებს, უფრო სწორად დინებას მიყვება. კი ბატონო რაგბი ჩვენთან ვითარდება მაგრამ ჩვენი განვითარების სისწრაფე ჩანორჩება წამყვანი სარაგბო ქვეყნების სისწრაფეს რაც იმას ნიშნავს რომ ვერასოდეს დავეწევით თუ სისწრაფეს არ ავუჩქარებთ თანაც რაიმე ექსტრა ორდინალურს არ მოვიფიქრებთ.
ჩვენ ხომ ოცნების ქვეყანაში ვცხოვრობთ და თავს უფლებას მივცემ რომ ვიოცნებო - ხმამაღლა და თქვენთან ერთად:
მე რომ ქართული რაგბის ხელმძღვანელი ვიყო, რას გავაკეთებდი:
1. მოვიყვანდი ყველაზე წარმატებულ ზელანდილ მწვრთნელს რომელსაც ახალგაზრდებთან მუშაობაში ბადალი არ ყავს. 2. შევქმნიდი გუნდს რომლის წევრებიც მოიაზრებიან მომავალი 20 წლამდელთა ნაკრებად და დავუშვებდი რეგულარურ ჩემპიონატში პირველ ლიგაში ან დიდ ათიანში.
3. არცერთი ლეგიონერი აქ იქნებოდა ამ გუნდში, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონათში მოთამაშეები, რითაც Bუნებრივად დავაფიქრებდით მოთამაშეებს, დარჩნენ საქართველოში თუ წავიდნენ ჭ კლასის ესპუარებში სათამაშოდ.
რა შედეგს მოიტანდა ეს ყველაფერი?
1. გუნდი მთელი წლის მანძილზე იქნებოდა უმაღლესი კვალიფიკაცის მწვრთნელის ხელში. ისწავლიდნენ, სწორი პასის მიცემას, აუტის მოწოდებას, შეთამაშებას, ერთმანეთის გაცნობას (თამაშში ერთმანეთის დადებითი და ნაკლოვანი მხარების გაცნობით უკეთეს ურთიერთქმედებას, როგორც დაცვაში ასე შეტევაში და კონტრ შეტევაში.
2. გუნდს ექნებოდა სწორი კვება აუცილებელი საკვები დანამატებით და სავარჟიშო პირობებით.
3. გუნდს ექნებოდა დაახოებით 20-25 თამაში ერთად ჩატარებული (ჩემპიონაში და ამხანაგურ თუ 6 ერის გუნდებთან)
4. ამ გუნდში მზადება გავლილი მოთამაშეები ან საკმაოდ გაძლიერებული დაუბრუნდებოდნენ საკუთარ გუნდებს ან წავიდოდნენ საზღვარგარეთ სოლიდურ კლუბებში.
5. თუ ეს პროცესი 4-5 წელი მაინც გაგრძელდებოდა 5 წლის თავზე შეგვეძლებოდა შეგვეკრიბა გუნდი, რომელსაც შეეძლო დაეკმაYოფილებინა ფრანჩაიზის ან პრო12-ისთვის საკადრისი დონის გუნდი. გუნდი, რომელსაც არ ჭირდება ანაბანას სწავლა, რაც ახლა მილტონ ჰეიგს უწევს უმეტეს შემთხვევაში
6. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა რომ 18 წლამდელთა ნაკრებიც ერთი დონით ქვემოთ იგივე პრინციპით შექმნილიყო რომ საფუძველი შექმნოდა 20 წლამდელებს.
რეალობაა ის რომ მსგავსი პირობების შექმნა არცერთ ქართულ გუნდს არ შეუძლია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი. და როცა ჩვენი ლომები ბრიტანელების სისხლს ხორცს ნამდვილ გემოს გაუგებენ დიდი 6 ერიც აქეთ შემოგვეხვეწება.
ეს არის მაგალითი თუ როგორი კონკრეტული და რადიკალური ცვლილებები გვჭირდება. ფედერაცია ალბათ უკეტესს მოიფიქრებს, მაგრამ დღესვე უნდა დაიწყოს ასეთ საკითხებზე მსჯელობა.
თამასა უკვე აწეულია, ჩვენ გულშემატკივრებს ჯგუფში დარჩენა აღარ გვაკმაყოფილებს, დიდი გამარჯვებები გვინდა!
პ.ს. სხვა სახეობებისთვისაც კარგი მაგალითი და სტიმული შეიძლება გამოდგეს.
რაც შეეხება რუმინეთს. ისინიც დიდი სარაგბო ტრადიციების მატარებლები არიან. იყო დრო რუმინეთთან მოგება გვენატრებოდა და ვიზრდებოდით მათთან თამაშით. დავეხმაროთ მათაც არ იქნება ცუდი.