საქართველოს ბედს ევროპელები გადაწყვეტენ - მსოფლიო რაგბიმ "8 ერს" მწვანე შუქი აუნთო

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბიმ ახალ კალენდარს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომა-ზამთარში "8 ერის" გამართვა სავსებით რეალური გახდა.

ახლა ჯერი "6 ერის" მმართველ ორგანოზეა, დაიმატებს თუ არა 2 ნაკრებს ერთჯერადად და რომელი იქნებიან ეს გუნდები.

თავიდან ბევრი იწერებოდა ფიჯისა და იაპონიის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ბრიტანული და ფრანგული გამოცემები "8 ერში" თამაშის მთავარ კანდიდატებად საქართველოსა და ფიჯის თვლიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებიც კი დაასხელეს. თუმცა, ყველაზე რეალური კანდიდატები მაინც ფიჯი, იაპონია და ჩვენი ნაკრები არიან. ევროპელები ამ სამი
გუნდიდან აირჩევენ ორს...

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩემის აზრით ჩვენთვის ახლო მომავალში იტალიის ნაკრების დამარცხება უფრო რეალურად სჩანს ვიდრე ფიჯის ნაკრებისა(თუ არ ჩავთვლით ფიჯელთა მიერ ნახევარი ძალით ნათამაშევ მათვის არაფრისმომცენ უმნიშვნელო რამოდენიმე მატჩს...),თუ ფიჯის სარაგბო ნაკრებმა ითამაშა ისეთი რაგბი,როგორიც ბოლო მსოფლიო თასზე. თვალებიდან არ ქრება და ვერაფრით ვივიწყებ მათ მიერ ავსტრალიასთან ნათამაშევ პრველ ტაიმსა და ჩვენთან მეორე ტაიმში ჩვენს 22-ში ჯარიმის ნაცვლოდ შერკინება რომ მოითხოვეს,ბურთი სამაგალითოდ გაათამაშეს და ლელო დაგვიდეს...
....
16:03 25-07-2020
0
საქართველოს ნაკრები იმსახურებს "6 ერში" თამაშს და "8 ერში" დარწმუნებული ვარ უპრობლემოდ მოხვდება და წარმატებული თამაშით გაგვახარებს!
მენტალური მომზადების ცენტრი
18:44 24-07-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული