ბაჩო ხურციძე მსოფლიო რაგბის კონსულტანტი გახდა

AutoSharing Option
ბაჩო ხურციძე მსოფლიო რაგბის კონსულტანტი გახდა. ის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ეს მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ მაღალ პოზიციაზე ქართველი იმუშავებს და ევროპაში – საქართველოს, ჰოლანდიას, ესპანეთს, პორტუგალიას, რუმინეთს და ბელგიას – მაღალი მიღწევების მიმართულებით გაუწევს კონსულტაციას, რათა მათი განვითარებამსოფლიო რაგბის სტანდარტების შესაბამისად მოხდეს.

ბაჩო ხურციძე საქართველოს რაგბის კავშირში 2008-22 წლების პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების, მაღალი მიღწევების, ოპერაციების და აღმასრულებელ დირექტორის პოზიციებზე მუშაობდა. ის 2011 წელს საქართველოში მსოფლიო ალაფის, ხოლო 2017 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირების დირექტორი იყო. ორივე
ეს ტურნირი საუკეთესოდ აღიარეს ანალოგიურ ტურნირებს შორის. მისი ინიციატივით 2021 წელს პირველი ქართული სარაგბო პროფესიონალური ფრენჩაიზი – "შავი ლომი" შეიქმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის ბოლოდროინდელ წარმატებებში.

“ჩემთვის დიდი პატივია ასეთ პოზიციაზე მუშაობა და მსოფლიო რაგბისგან გამორჩეული დაფასება. მადლიერი ვარ ამ შემოთავაზების, რაც საშუალებას მომცემს ჩემი წვლილი შევიტანო როგორც მთლიანად ევროპული რაგბის განვითარებაში, აგრეთვე საქართველოსაც მოვახმარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება, ამჯერად ბევრად უფრო მაღალი პოზიციიდან. ვფიქრობ ჩემი დანიშვნა ამ პოზიციაზე არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთლიანად ქართული რაგბის დაფასებაა” – განაცხადა ბაჩო ხურციძემ.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბუმ რაო?
ადამიანი
19:43 10-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული