ბოლო წლებში მიღწეული წარმატებების გამო, ასევე, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრით, რასაც 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურის ავტომატურად მოპოვება მოჰყვა, რაგბის პოპულარობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სპორტის ყველაზე წარმატებულ სახეობად რაგბის თბილისელთა 72 პროცენტი თვლის, სხვა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 67 პროცენტია, სოფლად კი, ის 51 პროცენტს შეადგენს.
საგულისხმოა, რომ რაგბის სპორტის ყველაზე წარმატებულ სახეობად ქალები უფრო თვლიან (67 პროცენტი),
2015 წელს საქართველომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარების უფლება მიიღო, რომელიც 2017 წლის მაისში გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. ამის თაობაზე ინფორმირებული იყო გამოკითხულთა 55 პროცენტი.
საოცარია, მაგრამ ასეთი დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, ქართველების უმრავლესობამ ცოტა რამ თუ იცის რაგბის წესების შესახებ. მაგალითად, გამოკითხულთა მხოლოდ 18-მა პროცენტმა იცის, რამდენ ქულად ფასობს ლელო გარდასახვის გარეშე. მხოლოდ 6-მა პროცენტმა იცის, რამდენი მორაგბე თამაშობს შერკინებაში. საგულისხმოა, რომ სწორი პასუხები კაცებმა უფრო მეტი გასცეს (28 პროცენტი), ვიდრე ქალებმა (10 პროცენტი).
გამოკითხვის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ქართველები აღიარებენ რაგბის მიღწევებს, მხარს უჭერენ მის დაფინანსებას, თუმცა უმრავლესობა ვერ ერკვევა თამაშის წესებში.
გამოკითხვა ჩატარდა 2017 წლის 29-30 მაისს, ტელეფონით, სპონტანურად. სულ გამოკითხულ იქნა 726 ადამიანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რაგბიმ
რაგბის
რაგბის
რაგბით
რაგბად
რაგბო