გამოკითხვა: საქართველოში სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობა რაგბია

AutoSharing Option
გამოკითხვის შედეგად, რომელიც "CRRC-საქართველომ" ჩაატარა, დადგინდა, რომ გამოკითხულთა 62 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა რაგბია.

ბოლო წლებში მიღწეული წარმატებების გამო, ასევე, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრით, რასაც 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურის ავტომატურად მოპოვება მოჰყვა, რაგბის პოპულარობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სპორტის ყველაზე წარმატებულ სახეობად რაგბის თბილისელთა 72 პროცენტი თვლის, სხვა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 67 პროცენტია, სოფლად კი, ის 51 პროცენტს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ რაგბის სპორტის ყველაზე წარმატებულ სახეობად ქალები უფრო თვლიან (67 პროცენტი),
ვიდრე მამაკაცები (57 პროცენტი). ამასთან ერთად, მოსახლეობას მიაჩნია, რომ რაგბის ფინანსურად სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს. ასეთი გამოკითხულთა 27 პროცენტია. ფეხბურთის მაჩვენებელი იმავე საკითხში უფრო მეტია - 38 პროცენტი.

2015 წელს საქართველომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარების უფლება მიიღო, რომელიც 2017 წლის მაისში გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. ამის თაობაზე ინფორმირებული იყო გამოკითხულთა 55 პროცენტი.

საოცარია, მაგრამ ასეთი დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, ქართველების უმრავლესობამ ცოტა რამ თუ იცის რაგბის წესების შესახებ. მაგალითად, გამოკითხულთა მხოლოდ 18-მა პროცენტმა იცის, რამდენ ქულად ფასობს ლელო გარდასახვის გარეშე. მხოლოდ 6-მა პროცენტმა იცის, რამდენი მორაგბე თამაშობს შერკინებაში. საგულისხმოა, რომ სწორი პასუხები კაცებმა უფრო მეტი გასცეს (28 პროცენტი), ვიდრე ქალებმა (10 პროცენტი).

გამოკითხვის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ქართველები აღიარებენ რაგბის მიღწევებს, მხარს უჭერენ მის დაფინანსებას, თუმცა უმრავლესობა ვერ ერკვევა თამაშის წესებში.

გამოკითხვა ჩატარდა 2017 წლის 29-30 მაისს, ტელეფონით, სპონტანურად. სულ გამოკითხულ იქნა 726 ადამიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
სათამაშო სპორტის სახეობებში რაგბი უდაოდ ყველაზე წარმატებულია, მხოლოდ რაგბის ნაკრებს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე. ისე კი ყველაზე წარმატებული ალბათ ძიუდოა.
irakli81
01 აგვისტო 2017 16:06
0
ყველაზე წარმატებული თავისუფალი, ბერძნულ-რომაული, და ძიუდოას სახეობებია! შეხედეთ შედეგებს.
lui
01 აგვისტო 2017 16:00
0
რაგბი
რაგბიმ
რაგბის
რაგბის
რაგბით
რაგბად
რაგბო
ლევან
01 აგვისტო 2017 15:45
0
მიცემითში - რაგბს :)
GEO
04 აგვისტო 2017 09:17
0
ზვიად! გუნდური სახეობები იგულისხმება, რაშიც რაგბი უდაოდ ყველაზე წარმატებულია საქართველოში
GEO
01 აგვისტო 2017 15:31
0
ჯერ ერთი სახელიც არ იცი წესიერად სპორტის, რაგბი ქვია მაგას. ხო აბა 2:21-ზე ბურთების შეფარდებაა ყველაზე წარმატებული სპორტი საქართველოში. გუნდური სპორტის სახეობებიდან კალათბურთს და რაგბს დღესდღეობით კონკურენტი არ ყავს
ყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარს
01 აგვისტო 2017 15:14
0
რაგბზე მეტად წარმატებული კალათბურთი და ძიუდოა
დათო
01 აგვისტო 2017 15:06
0
როგორ არის რეგბი ყველაზე წარმატებული??)))) ერი მაგრა კაიფშია?))
zviadi
01 აგვისტო 2017 14:41
0

სიახლეები პოპულარული