მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2018 წელს არგენტინაში აღარ ჩატარდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, წესით, მომავალი წლის ივნისში არგენტინაში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც არგენტინის რაგბის კავშირის ოფიციალური პრესრელიზიდან ვიგებთ, ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო არგენტინა ამ ტურნირს 2019 წელს სანტა ფესა და ენტრე რიოსში უმასპინძლებს.

"მსოფლიოს რაგბისთან შეთანხმების შემდეგ არგენტინის რაგბის კავშირი გაუწყებთ, რომ გარკვეული ინფრასრუქტურული და ლოჯისტიკური პრობლემების გამო მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი არგენტინაში, 2018 წლის ნაცვლად, 2019 წელს ჩატარდება.

ვინაიდან არგენტინის რაგბის კავშირს სურს, ტურნირს უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს, საჭიროა მეტი დრო, რათა არსებული პრობლემები მოგვარდეს. სწორედ ამიტომ ვითხოვეთ მეტი დრო, რათა წყნარად
და ხარისხიანად შევასრულოთ სამუშაოები, შეჯიბრება ჩატარდეს სათანადო დონეზე" - თქვა არგენტინის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კარლოს არაუხომ.

ამდენად, მომავალ წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, სავარაუდოდ, ისევ ევროპაში გაიმართება და მას საფრანგეთი უმასპინძლებს. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად დადასტურებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისევ ჩვენთან ჩატარება რომ შევთავაზოთ, არა? ხომ კმაყოფილი იყო ყველა?!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული