კონტინენტის ფარი: "ბათუმმა" გერმანული "ჰაიდელბერგი" დაამარცხა

AutoSharing Option
21 ოქტომბერს "ბათუმმა" "რაგბი არენაზე" კონტინენტის ფარზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი გამართა.

ბათუმელებმა გერმანულ "ჰაიდელბერგს" უმასპინძლა და ანგარიშით 33:16 დაამარცხეს.

მასპინძლებმა მეტოქეს 4 ლელო დაუდეს. თავი გამოიჩინეს თუთბერიძემ, გოგიტიძემ, ერისთავმა და ტრაპაიძემ. ურჯუკაშვილის ანგარიშზეა ასევე ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა, ხოლო კობახიძემ ერთხელ გარდასახა და ერთი ჯარიმა გაიტანა.

"ჰაიდელბერგმა" მხოლოდ ერთი ლელო დადო, რომლის ავტორი ფერეირა გახდა, რომ მარსელო კუციამ 3 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გააკეთა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ბათუმმა" ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მომდევნო მატჩს ბათუმელები იტალიელ "ვიადანასთან"
სტუმრად 9 დეკემბერს ჩაატარებენ.

B ჯგუფი
თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ბათუმი 2 0 0 1 +13 7 2
2. ლისაბონი 1 1 0 0 +5 4 0
3. კალვიზანო 1 0 0 1 -4Q 1 1
4. პადოვა 1 0 0 1 -4 1 1

"ბათუმმა" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:

ხაზი (ბექები)

15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. გიორგი გოგიტიძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. დურმიშხან ჯაბნიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე;

შერკინება (ფორვარდები)

1. ირაკლი კვანტიძე, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. შოთა გოგისვანიძე, 4. ამირან მიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. არჩილ ალიქაძე, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. ზურა ერისთავი, 18. ტარიელ დონაძე, 19. ზურა ბეჟანიძე, 20. ვანო ფუტკარაძე, 21. ნიკა ნინიძე, 22. მანუჩარ გრიგოლია, 23. დავით ტრაპაიძე.
მკითხველის კომენტარები / 12 /
გაიხარეთ!მადლობთ თავდადებისათვის.წინ წარმატებებია.
888
23 ოქტომბერი 2017 13:01
0
მაგარია და მაგარზე უკეთესი, ასეთ ტურნირებს შედეგად უნდა მოყვეს გუნდის გაძლიერება, რაც ავტომატურად გაზრდის შიდა ჩემპიონატის დონეს, შედეგად მივიღებთ ძალიან მაგარ სანაკრებო კონკურენციას...ფედერაციამ პროგრამა მინიმუმი გააკეთა..ეხლა იქნებ გაისისთვის კიდევ ერთი გუნდი მივამატოთ...
ლელო
23 ოქტომბერი 2017 11:13
0
დიდი მადლობა იმ შემართებისთვის და სიხარულისთვის რაც გუშინ განვიცადე, წაგებული პირველი ნახევრის შემდეგ,სწორი და გააზრებული ტაქტიკით შეძელით არათუ გამარჯვება,არამედ ოთხი ლელოს დადება და პრემიალური ქულის აღება..გილოცავთ პირველ ევროპულ გამარჯვებას დაგისურვებთ მომავალ გამარჯვებებს!!!
nikola
22 ოქტომბერი 2017 10:20
0
წარმატება ბიჭებს :)
რეზო
22 ოქტომბერი 2017 01:17
0
რა ტურნირია გამაგებინეთ,ვინ მიგვიწვია???
mamuka
21 ოქტომბერი 2017 23:27
2
ჩელენჯ თასის შესარჩევი ტურნირია, კონტინენტური ფარი ქვია. ამ ტურნირის გამარჯვებული ითამაშებს შემდეგ წელს ჩელენჯ თასზე, რომელიც რანგით მეორე ტურნირია ევროპაში.
ori
22 ოქტომბერი 2017 20:24
0
გენაცვალეთ თქვენ!რაგბი ჩვენი თამაშია!
ლაშა
21 ოქტომბერი 2017 21:38
0
გერმანელებს ერთი მეგრელი ჰყოლიათ სასტავში--კუცია...
status quo
21 ოქტომბერი 2017 21:07
0
გიორგი,ზნაჩიტ აფრიკელი მეგრელიააა.ეს ხუმრობით რა თქმა უნდა,თამაში კი წუხელღა ვნახე ჩანაწერში და ვულოცავ ჩვენს ბიჭებსმრავალი შეცდომის მიუხედავად,თამაში მაინც მომეწონა და განსაკუთრებით თამაშის სისწრაფე.ჩვენი გუნდები ახლა გაცილებით უფრო დინამიურად თამაშობენ,ვიდრე თუნდაც 4-5 წლის წინ.ვფიქრობ ბატუმელთა კარგი თამაში და წარმატებები სხვა ქართულ კლუბებსაც მისცემს სტიმულს ევროტურნირებზე სათამაშოდ,ხოლო როცა წარმატების იმედი რეალურად გაქვს,მაშინ ფულიც უფრო იოლი საშოვნელია მონაწილეობის მისაღებად.
სოსო
22 ოქტომბერი 2017 10:04
0
ეგ პატივცემული სამხრეთ აფრიკელია და არა ქართველი.
გიორგი
22 ოქტომბერი 2017 01:31
1
გაიხარეთ ბათუმელებო, როგორც, რომ ქართველი გულშემატკივარი გაგავახარეთ და ჩაგვისახეთ იმედი, რომ ევროპაში ბილიკი კი არა გზა იკვალება ქართული საკლუბო რაგბის და ისეთივე მაღალ მიჯნებს მივაღწევთ, როგორც სანაკრებო დონეზე. მაღალი ღმერთი შეგეწიოთ და მისი მადლი გფარავდეთ ყველგან.
gizog
21 ოქტომბერი 2017 19:47
0
ყოჩაღ ბიჭებო ! ეჭვიც არ მეპარებოდა ! ასე გააგრძელეთ!
გგგ
21 ოქტომბერი 2017 18:06
0

სიახლეები პოპულარული