"ვაიდანასთან" "ბათუმი" უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს

AutoSharing Option
‘ბათუმის’ მორაგბეებმა ტრავმებს სძლიეს და ევროპული რაგბის ‘კონტინენტის ფარის’ მესამე ტურში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს. ზღვისპირელები იტალიაში გუშინ ჩავიდნენ და ‘ვიადანას’ ხვალ, 9 დეკემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე „ლუიჯი ძაფანელაზე“ ერკინებიან. მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს 23-კაციანი განაცხადი და ‘კონტინენტის ფარის’ წინა ორ მატჩთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილებაა.

მნიშვნელოვანია, რომ უელსთან ტესტ-მატჩისას მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება ბორჯღალოსანთა მგეზავი ლაშა ხმალაძე. ასევე სასტარტო შემადგენლობაში არიან ბახვა კობახიძე, ბექა ურჯუკაშვილი და დავით ტრაპაიძე. ტრაპაიძემ ‘როვიგოსთან’ და ‘ჰაიდელბერგთან’ შეცვლებზე ითამაშა, ამჟამად კი
შუამარბად ურჯუკაშვილს შეუწყვილდება. გარემარბად სასტარტოში დაწინაურდა ნიკა ნინიძე, რომელიც წინა შეხვედრებში ასევე მარქაფიდან ჩაერთო.

სამი ცვლილებაა შერკინებაში. შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს ზურაბ ერისთავი და ტარიელ დონაძე იწყებენ. დონაძეს ‘როვიგოსთან’ არ უთამაშია, ხოლო ‘ჰაიდელბერგთან’ მარქაფაში იყო. უცვლელი დარჩა მეორე ხაზი, მესამე ხაზში კი არჩილ ალიქაძის ნაცვლად სასტარტოში ვანო ფუტკარაძე დაწინაურდა. მარქაფაში ერთი ისეთი მორაგბეა, რომელსაც ‘კონტინენტის ფარზე’ ჯერ არ უთამაშია - ნუკრი ფერსელიძე.

‘ვიადანას’ დამარცხების შემთხვევაში ‘ბათუმი’ ჯგუფში პირველ ადგილს და ბოლო ტურის წინ ფლეი ოფში გასვლის კარგ შანსს შეინარჩუნებს. შეგახსენებთ მომდევნო ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან ორი უკეთესი გადის.

ამაშუკელი ცენტრალურ მატჩში

‘კონტინენტის ფარის’ მესამე ტურის ცენტრალური მატჩი რუმინეთში გაიმართება, სადაც ‘ბათუმის’ მომავალი მეტოქე, რუმინეთის ჩემპიონი ‘ტიმიშოარა-სარასენსი’ ქართული კლუბის უახლოეს მდევარს, იტალიის ჩემპიონ ‘კალვიზანოს’ დაუხვდება.

ამ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. რეფერი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ნიკა ამაშუკელია, რომელსაც კიდეებიდან თორნიკე გვირჯიშვილი და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.

კონტინენტის ფარი | III ტური

9 დეკემბერი. „ლუიჯი ძაფანელა“. 18 საათი (საქართველოს დრო)

ხაზი (ბექები): 15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. დავით ტრაპაიძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. ნიკა ნინიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე (კაპ.);

შერკინება (ფორვარდები):
1. ზურაბ ერისთავი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ტარიელ დონაძე, 4. ამირან მიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. ვანო ფუტკარაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი;

მარქაფა: 16. გიორგი თედორაძე, 17. ირაკლი კვანტიძე, 18. შოთა გოგისვანიძე, 19. არჩილ ალიქაძე, 20. ნუკრი ფერსელიძე, 21. ჯონდი კორტავა, 22. გიორგი გოგიტიძე, 23. დურმიშხან ჯაბნიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 7 /
9 საათია. ერთ საათზე მეტია რაც მორჩა ანგარიშს არც არავინ აქვეყნებს და ვერც ვპოულობ ვერცერთ საიტზე
mamuka
20:56 09-12-2017
0
წავაგეთ 29:27, ბოლოს ჩვენები 12 ნი დარჩნენ მოედანზე,არადა ვიგებდით 27:5
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული