16 დეკემბერს ზღვისპირელები რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარა-სარასენსს" "რაგბი არენაზე" დაუხვდებიან ბათუმში (ლეონიძის 2) და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში თამაშს გაინაღდებენ, სხვა შემთხვევაში კი, მდევრების შედეგებისთვის მოუწევთ ლოდინი. ტურნირის მთავარ ფავორიტთან მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
ერთი კვირის წინანდელ თამაშთან შედარებით, ერთადერთი ცვლილება უკანა ხაზში განხორციელდა და გარემარბად თამაშს გიორგი გოგიტიძე იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა და ნიკა ნინიძეს ადგილი გაუცვალა.
მარქაფაში
"ბათუმის" შემადგენლობა:
ხაზი (ბექები): 15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. დავით ტრაპაიძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. გიორგი გოგიტიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე (კაპ.);
შერკინება (ფორვარდები): 1. ზურაბ ერისთავი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ტარიელ დონაძე, 4. ამირან მიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. ვანო ფუტკარაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი;
მარქაფა: 16. ირაკლი კვანტიძე, 17. მურმან ჯიჯავაძე, 18. შოთა გოგისვანიძე, 19. არჩილ ალიქაძე, 20. ჯონდი კორტავა, 21. დურმიშხან ჯაბნიძე, 22. ნიკა ნინიძე, 23. ნუკრი
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
იმუშავეთ ფიზიკაზე