მერაბ კვირიკაშვილი სასამართლოში ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად იმყოფება

AutoSharing Option
ქუთაისის სასამართლოში 2016 წელს მომხდარი ავარიის საქმის განხილვა მიმდინარეობს, სადაც ბრალი ცნობილ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს აქვს წარდგენილი.

მერაბ კვირიკაშვილი სასამართლოში ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად იმყოფება.

მერაბ კვირიკაშვილმა მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ განცხადებას არც ახლა და არც სასამართლოს დასრულების შემდეგ არ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ საქმე უკავშირდება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მერაბ კვირიკაშვილი როგორც მორაგბე ძალიან მაგარია, მაგრამ დანაშაული ყველასთვის დასჯადი უნდა იყოს, გინდ ცნობილი იყოს, გინდ უცნობი. მორალურად გაუმართლებელია კვირიკაშვილის ნაკრებში თამაში სანამ სიმართლე არ გაირკვევა. აშკარაა ხელისუფლება მფარველობს თორე კვირიკაშვილი უცნობი რომ ყოფილიყო უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა ციხეში. 2017 წელს კალათბურთელებმა მოუგეს სერბეთის ნაკრებს, საბერძნეთის ნაკრებს და ორჯერ ლიტვის ნაკრებს და 2017 წლის საუკეთესო გუნდად რაგბი დასახელდა. ხელისუფლება უსამართლოდ მოექცა კალათბურთს რაგბის გამო და უსამართლოა იმ დაღუპული ახალგაზრდებთან რაგბისტის გამო.
დამნაშავე უნდა დაისაჯოს
15:49 08-02-2018
17
ქართული სასამართლოს კიდევ ერთი ტესტი.
mamulo
15:44 08-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული