"ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ჰაუელსი გადადგა

AutoSharing Option
რუმინეთის ნაკრების 67 წლის უელსელი თავკაცი ნილ ჰაუელსი გადადგა და შემდეგი განაცხადა:

"რთული გადაწყვეტილებაა. ბოლო 5 წელი ჩვენი გუნდისთვის კარგი იყო. შესანიშნავ ნაკრებში ვმუშაობდი, დიდი სიმაღლეები დავიპყარით და მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ. მე 100%-ით ვიხარჯებოდი. ეროვნულ გუნდს გამარჯვებებს ვუსურვებ".

ჰაუელსი რუმინეთის ნაკრებს 2012 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ვლახებმა 70 მატჩიდან 48 მოიგეს. მათ შორის ყველაზე წარმატებული შეხვედრები იყო: 2013 წელს ტონგასთან (19:18), 2016-ში აშშ-სთან (23:10), 2017-ში საქართველოსთან (8:7) და 2017-ში სამოასთან (17:13).

ჯერ უცნობია ვინ დაინიშნება რუმინელთა გუნდის თავკაცად.

შეგახსენებთ, მათი ნაკრები 18 მარტს თბილისში "ბორჯღალოსნებს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ან რას უხდით მაგდენს ან რას ასმევთ ან აჭმევთ ისეთს რომ, ამ შიბლაპუტინოიდ ტროლს ოთხ წელზე მეტზე, ყოველდღე, დღეში მინიმუმ 13 საათი ამ ჰოლდინგის აბსოლიტურად ყველა საიტზე დაუღალავად და შეუსვენებლად დღეში სულ ცოტა 1000 კომენტარს დებს, პლიუს ლაიქ-დიზლაიქების შეუზღუდავად მიწერის წვდომაც რომ აქვს?
??????
14:57 14-03-2018
0
ამ ნახევარი საათის წინ რუსულ არხზე ვუყურე რუსათ საქართველოს მატჩის ვიდეო ჩანაწერს.პრინციპში რომ გადავაწყდი,7-6 იყო ანგარიში და ბოლომდე ვუყურე,მაინტერესებდა რუსების კომენტარი.მართლა საინტერესო გამოვიდა.წამყვანმა მთლიანად არა,მაგრამ ნაწილობრივ მაინც თავიაანთი მარცხი ცუდ ამინდს დააბრალა,პირველ ტაიმში,სანამ მინდორი კარგ მდგომარეობაში იყო სწრაფ რაგბის ვთამაშობდით,შემდეგ კი ხელით თამაში და სწრაფი მანევრირება გაჭირდაო.რეპორტაჟის ბოლოს კი შეგვახსენა,რომ ეს საიუბილეო მეოცე მარცხია საქართველოსთან და იმედია შეესწრება როდისმე საქართველოსთან გამარჯვებას,ანდა სხვა რომელიმე ძლიერ გუნდთან.
სოსო
21:19 12-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული